aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: მსოფლიოს უძველესი ბანკი სავალო კრიზისის მსხვერპლი გახდა World News  World News 
მსოფლიოს უძველესი ბანკი, იტალიური Monte dei Paschi, ინვესტორებს დამატებითი დაფინანსების თხოვნით მიმართავს. როგორც The Wall Street Journal წერს, ბანკი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მის აქტივებში იტალიის სახელმწიფო ვალების არსებობის გამო აღმოჩნდა. Monte dei Paschi-სთვის აუცილებელი ინვესტიციების სიდიდე 2-დან 2.8 მილიარდამდე ევროს შეადგენს. ბანკი იტალიის მთავრობის ერთ-ერთი უმსხვილესი კრედიტორია: მას ქვეყნის სახელმწიფო ვალის 32.5 მილიარდი ევრო ეკუთვნის.



გამოცემა აღნიშნავს, რომ ხარჯების შემცირებისთვის ბანკმა უკვე შეამცირა 80 პროცენტით სიენას მუნიციპალიტეტისთვის (ქალაქი, სადაც Monte dei Paschi-ის ოფისი მდებარეობს) დაკრედიტებისა და ნებაყოფლობითი შეწირულობების პროგრამები. ამას გარდა, ოქტომბრის შუა რიცხვებში ბანკმა 130 მილიონ ევროდ გაყიდა თავისი ოფისი, რომელიც რომში კოლიზეუმის პირდაპირ მდებარეობდა.


2009 წელს, ფინანსური კრიზისის დროს, Monte dei Paschi უკვე იყო იძლებული, იტალიის მთავრობისთვის დახმარებისთვის მიემართა. საბანკო ჯგუფს 1.9 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტი გასცეს. ბანკი ვალის დასაფარავად დათანხმდა ყოველწლიურად 160 მილიონი ევრო გადაეხადა. 2008-2011 წლებში საბანკო ჯგუფის აქციების ღირებულება 6-ჯერ დაეცა.


Monte dei Paschi 1472 წელს დაფუძნდა და სიდიდის მიხედვით მესამე ბანკია იტალიაში. საბანკო ჯგუფის კაპიტალი 7.1 მილიარდ ევროს შეადგენს. ბანკის აქტივები 200 მილიარდ ევროს აღემატება. ბანკის თანამშრომელთა რიცხვი სამ ათას ადამიანზე მეტია. ბანკი ასევე თავისი ქველმოქმედებითი საქმიანობით არის ცნობილი: 2008 წელს მისი ნებაყოფლობითი შეწირულობების პროგრამების მოცულობა 200 მილიონ ევროს შეადგენდა.


2011 წლის ოქტომბრის დასაწყისში „სავალო კრიზისის მსხვერპლი“ გახდა ევროპული მთავრობების კრედიტორი ბანკი Dexia. ფრანკო-ბელგიურმა საბანკო ჯგუფმა საბერძნეთის ვალების ნაწილი ჩამოწერა, რის გამოც მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა. ბანკის აქციები დაეცა, ხოლო მეანაბრეებმა ბანკიდან ფულადი სახსრების გამოტანა დაიწყეს. საფრანგეთისა და ბელგიის მთავრობებმა ბანკს სასწრაფო ფინანსური დახმარება გაუწიეს, ხოლო მენეჯმენტმა Dexia-ს რესტრუქტურიზაციის შესახებ განაცხადა.


ოქტომბრის შუა რიცხვებში ევროკავშირის ხელისუფლებებმა განაცხადეს, რომ მზად არიან სავალო კრიზისის შედეგად დაზარალებული ბანკების რესტრუქტურიზაციისთვის დაახლოებით ასი მილიარდი ევრო გამოყონ.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3766.html
Posted by Drakula | 28 Oct 2011, 20:52 | News »
 

"ეკონომიკა: მსოფლიოს უძველესი ბანკი სავალო კრიზისის მსხვერპლი გახდა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 28 December 2024
  • English Georgian