ეკონომიკა: საქართველოს ეროვნული ბანკის უფროსი ფასიანი ქაღალდების ბაზრის პროგრესზე მიუთითებს | Business & Economics | ||
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე იმედოვნებს, რომ გაისად ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებით მრავალი პროგრესული ნაბიჯის შესახებ საუბარს შეძლებს. ამის შესახებ მან განაცხადა დეპუტატ გურამ ჩახვაძის საპასუხოდ, რომელიც პარლამენტის საბიუჯეტო-ფინანსური კომიტეტის სხდომაზე დაინტერესდა, როგორია დღესდღეობით სიტუაცია ფასიანი ქაღალდების ბაზარზე და რა იგეგმება აღნიშნული სფეროს განვითარებისათვის. ქადაგიძის თქმით, ფულის მოზიდვის ალტერნატიული წყარო უნდა შეიქმნას. მან აღნიშნა, რომ მუშაობა წარმოებს როგორც ვარშავის ბირჟასთან, ისე ვენის ბირჟასთან და საქართველო საკმაოდ პროგრესულ ნაბიჯებს დგამს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, შარშანდელთან შედარებით დღეა გარკვეული პროგრესი არსებობს და გამოთქვა იმედი, რომ გაისად პარლამენტში აღნიშნულ სფეროში მრავალი პროგრესული ნაბიჯის შესახებ საუბარს შეძლებს. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3764.html
| |||
Posted by Drakula | 28 Oct 2011, 20:48 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.