ეკონომიკა: მურღულია: სახელმწიფო ვალის აღება მიზანშეწონილია მაშინ, თუ იგი ქვეყნის ეკონომიკურგანვითარებასმოხმარდე | Business & Economics | ||
ეკონომიკის საკითხების ექსპერტის შოთა მურღულიას აზრით, „დამატებითი სახელმწიფო ვალის აღება მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში, თუ ეს ფული ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მოხმარდება“. ასეთი კომენტარი გაუკეთა მურღულიამ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს გუშინდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც „სახელმწიფომ თამამად უნდა გააგრძელოს ვალების აღება“. „საქართველოს სახელმწიფო ვალის თანაფარდობა მშპ-სთან დიდი არ არის, ამიტომ ახალი ვალების აღება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესის მხარდაჭერისთვის, და არა საარჩევნო კამპანიების დაფინანსებისათვის, მიზანშეწონილია“, - აღნიშნა მურღულიამ. ამასთან, ექსპერტი აღნიშნავს, რომ „ვალის კრიტიკული დონე მსოფლიო ბანკისთვის მშპ-ს 50%-60%-ს შეადგენს და, როგორც ჩანს, საქართველო ჯერჯერობით ასეთ დონეზე არ იმყოფება“. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3763.html
| |||
Posted by Drakula | 28 Oct 2011, 20:48 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.