ეკონომიკა: კერძო ინვესტორები საბერძნეთის ვალის ნახევრის ჩამოწერას დათანხმდნენ | World News | ||
ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა შეძლეს კერძო ინვესტორებთან შეთანხმება ბერძნული ობლიგაციების მიხედვით ვალის 50-პროცენტიანი ნებაყოფლობითი ჩამოწერის თაობაზე. ამის შესახებ იტყობინება Agence France-Presse. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, მიღწეული შეთანხმებულობის შედეგად შესაძლებელი იქნება 100 მილიარდზე მეტი ევროს ჩამოწერა 210 მილიარდი ოდენობის ვალდებულებებიდან, რომლებიც საბერძნეთის მთავრობას კერძო ბანკების წინაშე მართებს. ქვეყნის სახელმწიფო ვალის საერთო თანხა დაახლოებით 350 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამას გარდა, როგორც Associated Pressიტყობინება, ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ განაცხადა საბერძნეთისთვის ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან 100 მილიარდი ევროს ოდენობის დამატებითი ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ. ამას გარდა, სარკოზიმ ოფიციალურად დაადასტურა მანამდე გავრცელებული ინფორმაცია ევროპის სასტაბილიზაციო ფონდის ტრილიონ ევრომდე გაზრდის შესახებ. მანამდე მოლაპარაკებათა მსვლელობაში 26 ოქტომბერს ევროკავშირის ლიდერები ასევე უმსხვილესი ბანკების რეკაპიტალიზაციის შესახებ შეთანხმდნენ, რომლის შემდეგაც 2012 წლის ივნისისთვის მათი კაპიტალის საკმარისობა ცხრა პროცენტიან დონეს გადააჭარბებს. თავდაპირველად საბერძნეთის ვალის ნებაყოფლობითი ჩამოწერის პროცესში კერძო ინვესტორების ჩართვა 2011 წლის ივლისის სამიტზე იქნა შეთანხმებული. მაშინ ივარაუდებოდა, რომ ბერძნული ობლიგაციების მიხედვით ვალდებულებათა 21 პროცენტი იქნებოდა ჩამოწერილი. ამავე დროს, შემდგომში გაირკვა, რომ მსგავსი ზომები შესაძლოა საკმარისი არ ყოფილიყო და ევროზინის სახელმწიფოების ლიდერებმა კერძო ბანკებს ათენის ვალის ნახევრის ჩამოწერა შესთავაზეს. ისინი კი, თავის მხრივ, ბოლო მომენტამდე ბერძნული სავალო ვალდებულებების მხოლოდ 40-პროცენტინ შემცირებას თანხმდებოდნენ. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3761.html
| |||
Posted by Drakula | 27 Oct 2011, 18:52 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.