პოლიტიკა: აპატურაი: საქართველო ნატოს საიმედო პარტნიორია | Georgian News | ||
ნატოს გენერალური მდივნის სპეცწარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საკითხებში ჯეიმს აპატურაიმ დღეს, 27 ოქტომბერს, განაცხადა, რომ „საქართველომ დაამტკიცა, რომ ნატოს საიმედო პარტნიორია“. ეს განცხადება მან დღეს გახსნილ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის დაწყებამდე გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ფორუმის ფარგლებში განხილული იქნება თბილისში ნოემბერში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომისა და ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტის პროგრამა. აპატურაის თქმით, „თბილისში საბჭოს სხდომის ჩატარება და ალიანსის გენერალური მდივნის ვიზიტი იმის დასტურია, რომ ნატო ალიანსის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების (2008 წლის აპრილი) ერთგული რჩება. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ევროპისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კონფერენციის მონაწილეები „განიხილავენ ქვეყნის მიერ გტარებულ რეფორმებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში“. „განხილული იქნება საქართველოს ნატოში ინტეგრაციისა და, საბოლოო შედეგად, ქვეყნის ალიანსში შესვლისთვის მნიშვნელოვანი საკითხები“, - თქვა ვიცე-პრემიერმა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ განაცხადა, რომ დღეს თბილისში გახსნილი საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ორდღიანი კონფერენცია “ეძღვნება ქვეყნის საქმიანობას რეფორმების თვალსაზრისით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, ქვეყნის ნატოში ინტეგრაციას, ამ პროცესის შემდგომ პერსპექტივებს“. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3760.html
| |||
Posted by Drakula | 27 Oct 2011, 18:52 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.