aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: ყუბლაშვილი: პუტინი ივანიშვილის იმიჯს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს Georgian News  Georgian News 
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის პავლე ყუბლაშვილის აზრით, „რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ბიძინა ივანიშვილის მიერ ქველმოქმედებით შექმნილ იმიჯს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს“. ამის შესახებ ყუბლაშვილმა გაზეთ „ვერსიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.



„რუსეთთან ივანიშვილის კავშირზე, მემგონი, მეტი კითხვა არაა. მისი საბჭოს წევრები კომენტარებისას აცხადებენ, რომ მას რუსულ წრეებში დიდი გავლენა აქვს. მე პირიქით ვიტყოდი: ეს ნაცნობობა არა მის გავლენაზე, არამედ პირიქით, რუსული პოლიტიკური წრეებისა და, მოცემულ შემთხვევაში, ვლადიმირ პუტინის გავლენაზე მეტყველებს. პუტინი ყველაფერს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, მათ შორის იმ პროექტებსაც, რომლებიც აქამდე ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში განახორციელა. საუბარია იმ იმიჯის სტრატეგიულ გამოყენებაზე, რომელიც ივანიშვილის ქველმოქმედების წყალობით აქვს“, - განაცხადა ყუბლაშვილმა.


დეპუტატის თქმით, „როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო, იგი მართალი არ არის არც ქვეყნის, არც საკუთარი თავის წინაშე“.


„როდესაც შენი პირველი განცხადება ამდენად პრორუსულია, გამოდის, რომ შენ პრორუსულ ორიენტაციას ემხრობი. ვიღაცას, შესაძლოა, მოსწონს, რომ ივანიშვილი რუსული პროექტია, მაგრამ ჩემი შეფასებები ამ საკითხის თაობაზე ერთმნიშვნელოვანია. აიღეთ მის მიერ დაფინანსებული ნებისმიერი პროექტი და შეხედეთ. ჩვენ რომ გვცოდნოდა, რომ ეს ადამიანი პოლიტიკაში წავიდოდა და ამ ყველაფერს ამისათვის აკეთებდა, ამის შეფასებაც ხომ სხვაგვარი იქნებოდა?! მეტსაც ვიტყვი, მივესალმებოდი ბიძინა ივანიშვილის მიერ თავისი საქმიანობის გაგრძელებას, ეს რომ არ ყოფილიყო პუტინის მორიგი თამაშის ნაწილი. სწორედ ივანიშვილის კონკრეტული შეფასებები გვაძლევს შესაძლებლობას, ვიმსჯელოთ მასზე“, - განაცხადა ყუბლაშვილმა.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3759.html
Posted by Drakula | 27 Oct 2011, 18:51 | News »
 

"პოლიტიკა: ყუბლაშვილი: პუტინი ივანიშვილის იმიჯს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 28 September 2024
  • English Georgian