გარემო: მიწისძვრამ თურქეთში შესაძლოა ვულკანი ნემრუტი გააღვიძოს | World News | ||
თურქეთში, ვანის პროვინციაში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ შეიძლება გაიღვიძოს ვულკან ნემრუტმა, რომელიც ვანის ტბასთან მდებარეობს. ამის შესახებ თურქეთი უნგრეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველომ (RSOE EDIS) გააფრთხილა. აღნიშნულია, რომ თურქეთში არ არის მონაცემები ვანის, მუშისა და ბიტლისის პროვინციებს შორის განლაგებულ მთა ნემრუტის ვულკანური აქტივობის გამოკვლევების შესახებ. მთა ზღვის დონიდან 3500 მეტრის სიმაღლეზე დგას. მწვერვალზე ქვაბში ბოლო ვულკანური ამოფრქვევის შემდეგ 2 ლამაზი ტბა წარმოიშვა. ვულკანის ამოფრქვევის შემთხვევაში გარშემო მდებარე დასახლებულ პუნქტებს დიდი ზიანი მიეყენებათ, ვინაიდან თუ კლდოვანი ქანი გაიბზარება, ტბის წყლებს დიდი განადგურების გამოწვევა შეუძლია. შეგახსენებთ, რომ 23 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 13:41 საათზე, თურქეთში ვანის პროვინციაში 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ერთსახელიან ქალაქ ვანიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 38-ე კილომეტრში, ტაბანლას სოფელთან მდებარეობდა. ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ბიძგები ჯერ კიდევ გრძელდება. ბოლო 48 საათის განმავლობაში ვანის პროვინციაში 400-ზე მეტი ბიძგი დაფიქსირდა. მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 366-ს, ხოლო დაჭრილთა რიცხვმა - 1301-ს მიაღწია. გასულ ღამეს გადაარჩინეს 9 წლის გოგონა, რომელმაც ნანგრევებში 34 საათი გაატარა, ასევე 18 წლის მამაკაცი, რომელიც შიშსა და სიბნელეში 32 საათი იმყოფებოდა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3757.html
| |||
Posted by Drakula | 27 Oct 2011, 18:49 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.