ეკონომიკა: ავსტრია საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებით არის დაინტერესებული | Business & Economics | ||
ავსტრიის მთავრობა საქართველოსთან ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებით არის დაინტერესებული. ამის შესახებ ოთხშაბათს, 25 ოქტომბერს, ვენაში ქართველ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა ავსტრიის ეკონომიკის მინისტრმა რაინჰოლდ მიტერლენერმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფროსთან ვერონიკა ქობალიასთან (ნაჩვენებია თბილისური ტელეარხების მიერ) შეხვედრის დასრულების შემდეგ. მიტერლენერმა აღნიშნა, რომ „საუბარია კონკრეტულ სფეროებზე, კერძოდ, ავსტრიულ ინვესტიციებზე საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ტურიზმისა და განახლებადი ენერგიის სფეროებში“. მინისტრმა აღნიშნა, რომ „ავსტრიას „მწვანე“ ენერგეტიკაში დიდი გამოცდილება აქვს, რაც ძალიან გამოსადეგი იქნება საქართველოსთან თანამშრომლობაში“. თავის მხრივ, ქობალიამ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ „ავსტრია სამთავრობო დონეზე გეგმავს შავი ზღვისპირეთის ქვეყნებში მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას და, ამავე დროს, მხარს უჭერს კერძო კომპანიებს მათ მიერ საქართველოს ბაზარზე უფრო აქტიურად გასვლის გეგმებში“. უფრო ადრე, კერძოდ, მიმდინარე წლის ივნისში, ავსტრიაში ვიზიტის შედეგების მიხედვით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „შავი ზღვისპირეთის რეგიონი, კერძოდ, საქართველო „ავსტრიის ეკონომიკური პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“. ვენაში ავსტრიის ვიცე-კანცლერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიქაელ შპინდელეგერთან შეხვედრის შემდეგ ვაშაძემ აღნიშნა, რომ „ავსტრიის მთავრობის მხრიდან ამ ქვეყნის ბიზნესმენებს საქართველოში პროექტების განხორციელების თვალსაზრისით დიდი მხარდაჭერა და წაქეზება აქვთ“. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3756.html
| |||
Posted by Drakula | 26 Oct 2011, 20:06 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.