ეკონომიკა: ქართულ ბაზარზე ამერიკული კომპანიების რაოდენობა განუხრელად იზრდება | Business & Economics | ||
ქართული ბაზარი პროგრესულად ვითარდება. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. იგი, პრემიერ-მინისტრთან ნიკა გილაურთან ერთად, ქართულ-ამერიკული ბიზნეს-საბჭოს მე-14 კონფერენციაში მონაწილეობს. ელჩის თქმით, კონფერენცია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, საქართველოში ინვესტიციების შემოსვლას უწყობს ხელს. „ჩვენ ქართულ ბაზარზე ამერიკული კომპანიების რიცხვის ზრდას ვხედავთ. დღეს ჩვენ ამ ქვეყანაში ინვესტიციების კიდევ უფრო დიდი რიცხვის დაბანდების გეგმა უნდა განვიხილოთ. ვფიქრობ, რომ საქართველოს ბაზარი ძალიან პროგრესულად ვითარდება, ხოლო ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის სულ უფრო ღრმავდება. ამ შედეგის მისაღწევად ჩვენ რამდენიმე წელი ვმუშაობდით და საქმიანობას ამ თვალსაზრისით მომავალშიც გავაგრძელებთ“, - განაცხადა ჯონ ბასმა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3742.html
| |||
Posted by Drakula | 25 Oct 2011, 19:21 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.