პოლიტიკა: პეტრე ცისკარიშვილი: ბაყაყი და სირაქლემა საქართველოს სოფლის მეურნეობის პრიორიტეტი არ უნდა იყოს | Georgian News | ||
ქვეყნისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს არა ბაყაყი და სირაქლემა, არამედ სიმინდი, ხორბალი და ღვინო, მიაჩნია საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს პეტრე ცისკარიშვილს, იუწყება “GHN“. დეპუტატის თქმით, სოფლის მეურნეობის დაფინანსება არა მხოლოდ ბიუჯეტში გაწერილი საშუალებებიდან წარმოებს. ამის შესახებ მან ქრისტიან-დემოკრატების შეკითხვაზე პასუხის გაცემისას განაცხადა. „რატომღაც სოფლის მეურნეობაში ბაყაყებისა და სირაქლემების გარდა ვერაფერს ხედავთ. ამ დროს კი გაორმაგებულია სიმინდის მოსავალი და ახალი სათესლე მასალის წყალობით ერთი ჰექტარიდან არა 1.5 ტონა, არამედ 4-5 ტონა იქნა მიღებული. გაიზარდა ხორბლის მოსავალი და ერთ ჰექტარზე 3 ტონა მოვიდა. რაც შეეხება ღვინოს, თუ რუსეთის ემბარგომდე საქართველო 1 მილიონი ბოთლის ექსპორტს ახორციელებდა, ბოლო წლებში ექსპორტზე 2 მილიონი ბოთლი გადის, რაც შემოსავალს ზრდის“, - თქვა ცისკარიშვილმა. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3741.html
| |||
Posted by Drakula | 25 Oct 2011, 19:20 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.