პოლიტიკა: საქართველოს შსს-მ ბიძინა ივანიშვილს „ოკულტიზმისთვის განკუთვნილი მინერალები“ დაუბრუნა | Georgian News | ||
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ექსპერტიზის შემდეგ, დაუბრუნა „ბიძინა ივანიშვილს მინერალები ოკულტიზმისთვის და ლიტერატურა“, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში, იტყობინება “GHN“. უწყებაში აღნიშნავენ, რომ გამოძიებამ ჩაატარა მინერალების ექსპერტიზა, რომლებიც თბილისის აეროპორტში ბიზნესმენის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელს - ვალერი ლევინს ჩამოართვეს. „აღნიშნული მინერალები გაიგზავნა ექსპერტიზაზე, რომელმაც დაადგინა, რომ წარმოდგენილი მინერალები ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ოკულტიზმისთვის განკუთვნილი მინერალები და ლიტერატურა ბიძინა ივანიშვილს დაუბრუნდა“, - აღნიშნულია უწყების შეტყობინებაში. შეგახსენებთ, რომ ქვები და ჟურნალი „ქვების ენერგია“ ლევინს 22 ოქტომბერს ჩამოართვეს. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3735.html
| |||
Posted by Drakula | 25 Oct 2011, 19:16 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.