პოლიტიკა: საკოზიმ კემერონს ევროს თაობაზე "გაჩუმება" ურჩია | World News | ||
საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლაი სარკოზმა ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრთან დევიდ კემერონთან მკაცრი პოლემიკა გამართა და მას ევროზონაში ანტიკრიზისული ზომების თაობაზე გაჩუმება ურჩია. ამის შესახებ The Guardian წერს. სარკოზმა განცხადება 23 ოქტომბერს, საკვირაო სამიტის ფარგლებში გააკეთა, სადაც ევროკავშირის 27 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. კემერონმა მოსაუბრე იმით გააბრაზა, რომ ფინალურ კომუნიკაში ცვლილება შეიტანა–მისი თქმით, ანტიკრიზისული ზომები, რომელსაც ევროკავშირი ამზადებს,იმ ქვეყნების ეკონომიკის რისკს ზრდის, რომლებიც ევროკავშირში შედიან, მაგრამ ევრო, როგორც ძირითად ვალუტა არ მიუღიათ. კემერონის განცხადებამ სარკოზი გააბრაზა, რომელმაც ბრიტანელი პირების მხრიდან გამუდმებულ კრიტიკაზე დაიწუწუნა. " თქვენ გაჩუმების საუკეთესო შანსი გაუშვით ხელიდან,–განაცხადა ფრანგმა პრეზიდენტმა.– ჩვენ თქვენი კრიტიკისა და რჩევების გამო, როგორ ვიცხოვროთ და რა გავაკეთოთ, უკვე გული გვერევა. თავიდან თქვენ ამბობთ, რომ ევროს ვერ იტანდით, მაგრამ ახლა ჩვენ საქმეში ჩარევა გადაწყვიტეთ." თავად სარკოზიმ ევროკავშირის პარტნიორებს მოუწოდა რაც შეიძლება მალე მიიღონ ბანკების რეკაპიტალიზაციის გეგმა, მოილაპარაკონ სტაბილური ფონდის გაზრდის და საბერძნეთის ვალის შემცირების შესახებ . ევროსამიტის მორიგი სხდომა,სამშაბათს, 26 ოქტომბერს შედგება. Source - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3733.html
| |||
Posted by consul | 24 Oct 2011, 21:15 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.