პოლიტიკა: პრეს-სამსახური: ბიძინა ივანიშვილის ახლობლებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ | ![]() | Georgian News | |
![]() 1). ერთ-ერთ კომპანიასთან „ქართუ ჯგუფმა“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სარეკონსტრუქციო სამუშაოების (ასფალტის დაგება) განხორციელების ხელშეკრულება გააფორმა. შესრულებული სამუშაოების მიხედვით ავანსის მიღებამდე ამ კომპანიამ, პრობლემების თავიდან აცვილების მიზნით, თანამშრომლობაზე უარი განაცხადა; 2). „ქართუ ჯგუფმა“ ბერა ივანიშვილის კლუბისთვის აშშ-დან ხმოვანი აპარატურა შეუკვეთა, რომელიც მე-10 კვირის განმავლობაში საბაჟოზეა (ლარსი) შეჩერებული. მიუხედავად წერილობითი მიმართვისა, ფაქტზე რეაგირება ჯერ არ შემოსულა; 3). „ქართუ ჯგუფმა“ ბაკურიანში საბაგირე გზის გაყვანა დაასრულა, თუმცა ზედამხედველობის სამსახურებს ჩატარებული სამუშაოების მონიტორინგი ჯერად არ განუხორციელებიათ; 4). „ქართუ ჯგუფის“ თანამშრომლებთან სახლში უბნის ინსპექტორები მოდიან (მიზეზი - უბნის ინსპექტორის შეცვლა, შესაბამისად - სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება) და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები და პრობლემების თავიდან აცილების მიზნით „ქართუ ჯგუფში“ მუშაობაზე უარის თქმას ურჩევენ; 5). ამავე მიზეზის გამო სხვადასხვა კომპანია მაისურებზე ბერას ლეიბლ „ქართული ოცნებისა“ და „ქართუ ჯგუფის“ ლოგოების ბეჭდვაზე უარს ამბობენ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ ტიპოგრაფიის ხელმძღვანელი მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ მან მაისურები დაბეჭდა“, - აღნიშნულია განცხადებაში. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3721.html
| |||
Posted by Drakula | 24 Oct 2011, 21:09 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 10 ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.