პოლიტიკა: აშშ-ის ელჩი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არჩევნების ციკლი ლეგიტიმური და დემოკრატიული იყოს | Georgian News | ||
აშშ-ის ელჩს საქართველოში ჯონ ბასს მნიშვნელოვნად მიაჩნია ის, რომ საქართველოში მომავალი არჩევნების ციკლი ლეგიტიმური და დემოკრატიული იყოს, იტყობინება “GHN“. ამის შესახებ მან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ეკა კვესიტაძის გადაცემის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ეს ეხება როგორც საპარლამენტო, ისე საპრეზიდენტო არჩევნებს. ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საამომრჩევლო პროცესი დემოკრატიული იყოს და ამისთვის ბევრის გაკეთებაა საჭირო. „ჩვენ დაინტერესებულები ვართ იმაში, რომ დახმარება გავუწიოთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, ასევე ქვეყნის მოქალაქეებს, რათა არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდეს და ეს შედეგები საზოგადოებისათვის მისაღები იყოს. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების ციკლი ლეგიტიმური და დემოკრატიული იყოს“, - თქვა ელჩმა. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3720.html
| |||
Posted by Drakula | 24 Oct 2011, 21:08 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.