გარემო: მიწისძვრა თურქეთში: 200-ზე მეტი დაღუპული და 1000 დაშავებული | World News | ||
თურქეთის პროვინცია ვანში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 271 ადამიანს გადააჭარბა, 1000-ზე მეტი ადამიანი დაშავებულია, გადმოსცემს სააგენტო „რეიტერი“ ქვეყნის შიდა საქმეთა მინისტრზე იდრის ნაიმ სახინზე დაყრდნობით. 117 დაღუპულის შესახებ ინფორმაცია თურქეთის ქალაქ ერდჟიშიდან შემოვიდა, კიდევ 100 ადამიანი ქალაქ ვანში დაიღუპა. მინისტრის მონაცემებით, სხვადასხვა ჭრილობები, სულ ცოტა, 1090 ადამიანმა მიიღო. თურქეთის ხელისუფლებები ელიან, რომ მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ვანის პროვინციაში სხვა დაშავებული დასახლებული პუნქტებიდან ინფორმაციის მიღებასთან ერთად გაიზრდება. წინასწარი შეფასებებით, დანგრეული შენობების ნანგრევებში ასობით ადამიანია მოყოლილი. 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში კვირას, 23 ოქტომბერს, 14:41 საათზე მოხდა. დანგრეულ პროვინციაში ორშაბათს ღამით მოხდა კიდევ ერთ მიწისძვრა, რომლის მაგნიტუდა ამჯერად 6.1 გახლდათ. ადგილობრივი სეისმოლოგები პროგნოზირებენ, რომ თურქეთში ბოლო წლების უმსხვილესი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა 500-დან 1000-მდე ადამიანი შეადგინოს. 1976 წელს ვანის პროვინციაში ანალოგიური სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მაშინ 3840 ადამიანი დაიღუპა. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3719.html
| |||
Posted by Drakula | 24 Oct 2011, 21:08 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.