ეს საინტერესოა: დასახელდა ცხოვრებისთვის მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველი მეგაპოლისები | World News | ||
იაპონურმა მორის ფონდმა გამოაქვეყნა 2011 წლის მსოფლიოს უმსხვილესი ქალაქების მიმზიდველობის რეიტინგი (Global Power City Index). სიაში პირველი ადგილი კვლავ ნიუ-იორკმა დაიკავა. მას მოსდევენ ლონდონი, პარიჟი, ტოკიო და სინგაპური. სულ რეიტინგის შედგენისას ერთმანეთს 35 მეგაპოლისი უდარდებოდა. ქალაქები ერთმანეთს მიმზიდველობის 69 სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით უდარდებოდა, რომლებიც ექვს ძირითად ჯგუფად იყო დაყოფილი: ეკონომიკა, მეცნიერება და განვითარება, კულტურული ურთიერთქმედება, ცხოვრების ხარისხი, ეკოლოგია და გარემო, ასევე ხელმისაწვდომობა. ამ ჯგუფთაგან თითოეულის მიხედვით დგინდება ცალკეული რეიტინგი: ყველაზე ეკონომიკურად მიმზიდველ ქალაქად აღიარეს ტოკიო, ყველაზე მეცნიერტევადად - ნიუ-იორკი, ყველაზე კულტურულად - ლონდონი, ყველაზე მოსახერხებლად და ხელმისაწვდომად - პარიჟი, ყველაზე ეკოლოგიურად - ჟენევა. ამას გარდა, ქალაქების მიმზიდველობა ერთმანეთს უდარდებოდა ხუთი - მენეჯერის, სამეცნიერო მუშაკის, მხატვრის, ტურისტისა და ადგილობრივი მაცხოვრებლის - თვალსაზრისით. ამ კატეგორიებში პირველი ადგილები დაიკავეს, შესაბამისად, ლონდონმა, ნიუ-იორმა, პარიჟმა, ლონდონმა და პარიჟმა. მსოფლიო მეგაპოლისების მიმზიდველობის პირველი რეიტინგი მორის ფონდმა 2008 წელს გამოაქვეყნა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3718.html
| |||
Posted by Drakula | 22 Oct 2011, 21:09 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.