პოლიტიკა: საქართველოს ლეიბორისტები და კრემლი აშშ-სა და ნატოს კადაფის სიკვდილისთვის აკრიტიკებენ | Georgian News | ||
ქართველმა ლეიბორისტებმა აშშ და ნატო მუამარ კადაფის სიკვდილისთვის გააკრიტიკეს და მომხდარს „სირცხვილი“ უწოდეს. „აშშ-ისა და ნატოს საგარეო პოლიტიკის ისტორიაში კიდევ ერთი სამარცხვინო გვერდი ჩაიწერა. მათ სინდისზეა მუამარ კადაფის ლიკვიდაცია ბარბაროსული მეთოდებით, ისევე როგორც მისი ოჯახისა, მათ შორის ბავშვებისა. ეს სხვა არაფერია, თუ არა ორგანიზებული მკვლელობა და საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების უგულებელყოფა“, - ნათქვამია საქართველოს ლეიბორისტული პარტიის განცხადებაში. საჭიროა აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნულის თაობაზე აშშ-ის მცირეოდენ კრიტიკოსთა შორის არის კრემლიც, რომელმაც ლავროვის სახით უცებ საერთაშორისო სამართალი გაიხსენა, უწოდა კადაფს სამხედრო ტყვე და მისი მკვლელობა გაკიცხა. განცხადების მთელი ცინიზმი იმაში გამოიხატება, რომ მოსკოვს არც ერთხელ გაუკეთებია რეაგირება რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს მოქალაქეების მიმართ 1992 წლიდან ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე. ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღიარეს ეთნიკური წმენდების ფაქტები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რომლებიც რუსეთის რეგულარული ჯარების მფარველობით განხორციელდა. საერთაშორისო საზოგადოება ამ ფაქტებისთვის პასუხიმგებლობას რუსეთს აკისრებს. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3717.html
| |||
Posted by Drakula | 22 Oct 2011, 21:08 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.