ეკონომიკა: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 700 მლნ ლარით მცირდება | Business & Economics | ||
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ გუშინ, 21 ოქტომბერს, ჩაატარა ბრიფინგი, რომელიც 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მიუძღვნა. „ჩასავარდნად წინასწარ განწირული პროგრამული ბლეფი ან უმწეო და არაკვალიფიციური დოკუმენტი“, - ასე განსაზღვრეს მათ ბრიფინგის თემა. როგორც ასოციაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, 2012 წლის ბიუჯეტი 7 მლრდ 673 მლნ ლარის ოდენობით არის განსაზღვრული და მასში პრიორიტეტები პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. მთავარი აქცენტი კვლავ სოფლის მეურნეობაზე, განათლებასა და ინფრასტრუქტურულ განვითარებაზეა გაკეთებული. მიმდინარე წელთან შედარებით სოფლის მეურნეობაზე 10 104.0 ათასი ლარით ნაკლები გამოიყოფა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 69.8 მლნ ლარი იქნება. პარლამენტში პროექტის შეტანისას მთავრობისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ საქართველო უპრეცედენტო პროგრამაზე გადადის და პირველად ისტორიაში ბიუჯეტის პროგრამული დაგეგმვა განხორციელდება. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ანალიზის დროს რამდენიმე პრობლემა აღმოაჩინა, რომლებიც პარლამენტის ყურადღებას წარუდგენენ. ერთ-ერთი მათგანი ისაა, რომ პროექტში საგადასახადო შემოსულობების 85% მოდის ფიზიკურ პირებზე, ანუ ბიუჯეტი, ფაქტობრივად, მოქალაქეთა ჯიბიდან ივსება, ხოლო იურიდიულ პირებზე შემოსულობათა მხოლოდ 15 პროცენტი მოდის. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3714.html
| |||
Posted by Drakula | 22 Oct 2011, 21:06 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.