პოლიტიკა: PACE: ევროპაში ზოგიერთი სეპარატისტული მოძრაობა ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის | World News | ||
ევროპაში ზოგიერთი სეპარატისტული მოძრაობა ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას საფრთხეს უქმნის, აღნიშნულია PACE-ს მიერ მიღებულ 1832-ე რეზოლუციაში სახელწოდებით „ეროვნული სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობა თანამედროვე საერთაშორისო სამართალში - დაზუსტების აუცილებლობა“, იუწყება “GHN“. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ბოლო დროს შეინიშნება პროგრესი სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის გაგების თვალსაზრისით, მაგრამ ხაზგასმულია, რომ სახელმწიფოებრიობის კრიტერიუმის გაგება საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია და PACE-ს წევრ ქვეყნებში ადგილი აქვს მცდელობებს, წარადგინონ ზოგიერთი ტერიტორია როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, უთხრა Trend-ს პარასკევს, 21 ოქტომბერს, დიპლომატიურმა წყარომ. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ PACE-ს ყველა წევრი ქვეყანა თავიდან უნდა იცილებდეს უკანონო გამოყოფის შედეგად ჩამოყალიბებული დე-ფაქტო ხელისუფლებებისა და ტერიტორიების რაიმე ფორმით აღიარებასა და მხარდაჭერას. თუმცა საერთაშორისო სამართალი აღიარებს ნაცუმცირესობების მიერ თვითგამორკვევის უფლებას, ხაზგასმულია, რომ ეს უფლება ავტომატური თვითგამოყოფისთვის პირობებს არ ქმნის, ნათქვამია რეზოლუციაში. სომხეთის დელეგაცია PACE-ში რეზოლუციის პროექტში მრავალრიცხოვანი ცვლილების შეტანას ცდილობდა (დებულებებში, რომლებიც დე-ფაქტო ტერიტორიების თვითგამორკვევის პრინციპებს ეხება), მაგრამ კენჭისყრის შედეგად ეს ცვლილებები მიღებულ არ იქნა. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3711.html
| |||
Posted by Drakula | 21 Oct 2011, 19:54 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.