პოლიტიკა: 2008 წლის აგვისტოში ბუში პუტინს საქართველოდან წასვლას ურჩევდა | Georgian News | ||
რუსულენოვანმა მკითხველებმა შესაძლებლობა მიიღეს, გაეცნონ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მოგონებებს - გამოვიდა რუსულ ენაზე ნათარგმნი ბუშის წიგნი „საკვანძო გადაწყვეტილებები“. მემუარებში აშშ-ის ექს-პრეზიდენტმა საკმაოდ დიდი ყურადღება დაუთმო რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმირ პუტინს. ბუშის მემუარებში ცალკე თემა გახდა ომი საქართველოში 2008 წლის აგვისტოში. ოვალური კაბინეტის ყოფილი უფროსი წერს, რომ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან სატელეფონო საუბარმა ამაღლებული ტონით ჩაიარა. უკანასკნელმა განაცხადა, რომ სააკაშვილმა მისადმი არასაქვეკონტროლო რესპუბლიკაში 1500 მშვიდობიანი მაცხოვრებელი მოკლა, შესაბამისად, ის სადამ ჰუსეინზე უკეთესი არ არის. იგივე თეზისი პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმაც გაიმეორა, გააკეთა რა ეს პეკინში ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის დროს. „ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე მე და ლორა ვლადიმირთან და მის მთარგმნელთან ერთ რიგში ვისხედით. ეს გასაუბრების შანსი იყო. ვიცოდი, რომ ტელეკამერები ჩვენსკენ იქნებოდა მიმართული, ამიტომ შევეცადე მშვიდად მოვქცეულიყავი. მე მას მის სერიოზულ შეცდომაზე ვუთხარი და ის, რომ რუსეთი საკუთარ თავს იზოლირებდა, თუ საქართველოდან არ წავიდოდა“, - იხსენებს ჯორჯ ბუში. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3710.html
| |||
Posted by Drakula | 21 Oct 2011, 19:52 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.