aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: „სანტესა“ და „ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ არაჟანი სულაც არ აღმოჩნდა არაჟანი Georgian News  Georgian News 
სტრატეგიული გამოკვლევებისა და განვითარების ცენტრმა, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროექტს ახორციელებს, გაავრცელა ინფორმაცია იმაზე, რომ არაჟანი, რომელსაც „სანტინო“ და „სოფლის სახლი“ უშვებენ, ნამდვილი არ არის, რაც ლაბორატორიულმა გამოკვლევებმა დაადასტურა.



„4 ოქტომბერს ცხელ ხაზზე (2 19 42 42) საჩივარი შემოვიდა. მომხმარებელს აინტერესებდა, შეესაბამება თუ არა არაჟან „სანტინოს“ და „სოფლის ნობათის“ ხარისხი შეფუთვაზე მითითებულ წარწერას - „ნატურალური პროდუქტი“. მომხმარებლის თქმით, არაჟნის ვარგისიანობის ვადა ყოველთვის დაცულია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არაჟანს ყოველთვის სხვადასხვა გემო აქვს. რამდენადაც საჩივრის შემომტანმა კონკრეტული მაღაზია არ დააკონკრეტა, ჩვენ აღნიშნული კომპანიების პროდუქტი ბულაჩაურის ქუჩის #1-ში მდებარე სუპერმარკეტ „პოპულში“ შევიძინეთ. ნიმუშები მიიტანეს ლაბორატორიაში რძის ცხიმიანობის დასადგენად. ერთ კვირაში ლაბორატორიიდან პასუხი მივიღეთ: „სოფლის ნობათის“ არაჟანი - რძის ცხიმის წილი პროდუქტის ცხიმიანობაში მხოლოდ 10%, „სანტინოს“ არაჟანში - 80%. ნამდვილი არაჟანი კი რძის ცხიმიანობის 100%-ს შეიცავს. ანუ, არც ერთი აღნიშნული პროდუქტი ნამდვილი არაჟანი არ ყოფილა. სავარაუდოდ, იგი მცენარეულ ცხიმზეა დამზადებული“, - ნათქვამია სტრატეგიული გამოკვლევებისა და განვითარების ცენტრის დასკვნაში.


ამასთან ერთად, ორივე პროდუქტზე ნამდვილად არის წარწერა „დამზადებულია ნატურალური პროდუქტისაგან“, ხოლო „სოფლის ნობათის“ არაჟანზე დამატებით მითითებულია „ნატურალური 100-პროცენტიანი რძის პროდუქტი“. ამ პროდუქტიდან არც ერთის შემადგენლობაში მცენარეული ცხიმები მითითებული არ არის.


„ეს ყველაფერი მართლაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მომხმარებელს საქმე ნატურალურ არაჟანთან აქვს. თუმცა, როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, ეს ასე არ არის. შესაბამისი შეტყობინება გაეგზავნათ მწარმოებლებს „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტს“, შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ და პროდუქციის უვნებლობის სააგენტოს“, - აცხადებს ცენტრი.


კახეთის საინფორმაციო ცენტრი „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტისა“ და „ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ წარმომადგენლებს ვერ დაუკავშირდა, ხოლო პროდუქტების უვნებლობის სააგენტოში კომენტარების მიცემისაგან თავი შეიკავეს.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3709.html
Posted by Drakula | 21 Oct 2011, 19:50 | News »
 

"საზოგადოება: „სანტესა“ და „ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ არაჟანი სულაც არ აღმოჩნდა არაჟანი" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 22 November 2024
  • English Georgian