ეს საინტერესოა: 2011 წლის ყველაზე გავლენიანი მამაკაცების ტოპ-49-ს მიცვალებული ჩაუდგა სათავეში | World News | ||
ინტერნეტ-პორტალმა AskMen.com2011 წლის ყველაზე გავლენიანი მამაკაცების სია გამოაქვეყნა. 49 პოზიციისაგან შემდგარი ტოპ-სია საიტზე ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების საფუძველზე შეადგინეს. 2011 წლის ყველაზე გავლენიანი მამაკაცის ტიტული სიკვდილის შემდეგ მიენიჭა კომპანია Apple-ის დამფუძნებელს სტივ ჯობსს. „Apple-ის დამფუძნებლის სიკვდილის შემდეგ ბევრმა ადამიანმა დაიწყო განხილვა იმისა, თუ ვინ შეიძლება გახდეს შემდეგი სტივ ჯობსი. ერთნი ამ ადგილს მარკ ცუკერბერგს უწინასწარმეტყველებენ, სხვანი - ლარი პეიჯს. მაგრამ საქმე ისაა, რომ არანაირი შემდეგი სტივ ჯობსი არ არის. და არც იქნება“, - ნათქვამია რეიტინგის პირველ ადგილთან დაკავშირებულ განმარტებაში. „მადლობა თქვენ, სტივ ჯობს, იმისათვის, რომ სხვაგვარად აზროვნება გვასწავლეთ“, - ასრულებს ავტორი ჩანაწერებს ბიზნესმენზე AskMen.com-ზე. ტოპ-სიაში მეორე ადგილი დაიკავეს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სპეცგანყოფილების - SEAL Team Six-ის წევრებმა, რომლებიც ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციაში მონაწილეობდნენ. გავლენიანი მამაკაცების რეიტინგში მესამე პოზიცია წილად ხვდა ბიზნესმენს, Google-ის უფროსს ლარი პეიჯს. AskMen.com-ის ვერსიით ყველაზე გავლენიანი მამაკაცების პირველი ათეული ასე გამოიყურება: 1). სტივ ჯობსი; 2). SEAL Team Six; 3). ლარი პეიჯი; 4). უორენ ბაფეტი (ბიზნესმენი); 5). კენი უესტი (მუსიკოსი); 6). მუჰამედ ბუაზიზი (ეგვიპტური რევოლუციის გმირი); 7). ბრიტანელი პრინცი უილიამი; 8). Anonymous (ჰაკერთა ჯგუფი); 9). რაიან გოსლინგი (მსახიობი); 10). ლიონელ მესი (ფეხბურთელი). Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3701.html
| |||
Posted by Drakula | 20 Oct 2011, 18:50 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.