საზოგადოება: მუამარ კადაფი ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა | World News | ||
ყოფილი ლიბიელი ლიდერი მუამარ კადაფი ქალაქ სირტაში ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ იტყობინება სააგენტო რეიტერი ლიბიის გარდამავალი ნაციონალური საბჭოს (გნს) სამხედრო ხელმძღვანელის წარმომადგენელზე დაყრდნობით. გნს-ის საველე მეთაურის მონაცემებით, კადაფმა ორივე ფეხის ჭრილობა მიიღო. მანამდე ლიბიის გნს-მა განაცხადა, რომ პოლკოვნიკი კადაფი დაიჭრა და აყვანილ იქნა სირტაში. თებერვლის შუა რიცხვებიდან ლიბიაში დაიწყო მასიური დემონსტრაციები კადაფის წასვლის მოთხოვნით, რომელიც ქვეყანას 40-ზე მეტი წლის განმავლობაში მართავდა. შემდგომში დემონსტრაციები გადაიზარდა შეიარაღებულ დაპირისპირებაში სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის. საბრძოლო ქმედებების თითქმის ექვსი თვის მსვლელობაში კადაფის რეჟიმის მოწინააღმდეგეებმა შეძლეს კონტროლის დამყარება ლიბიის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. საბრძოლო ქმედებებში გარდატეხა აგვისტოში მესამე დეკადაში დადგა, როდესაც ოპოზიციის ძალებმა, ნატოს ავიაციის მხარდაჭერით, ლიბიის დედაქალაქი ტრიპოლი დაიკავეს. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3699.html
| |||
Posted by Drakula | 20 Oct 2011, 18:49 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 3 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.