პოლიტიკა: წერეთელი: ბერნსას ვიზიტი რეგიონალური უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია | Georgian News | ||
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგნელები აშშ–ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ულიამ ბერნსას საქართველოში ვიზიტის ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. ამის შესახებ ვიცე–სპიკერმა გიგი წერეთელმა განაცხადა. მისი თქმით, ბერნსას ვიზიტს რეგიონალური უსაფრთხოებისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეგახსენებთ, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივნის პირველი თანაშემწე ულიამ ბერნსი საქართველოს დედაქალაქში დღეს ჩამოფრინდება. ეს ჩამოსვლა ამერიკელი ჩინოვნიკის მიერ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში მოხდება. როგორც მოსალოდნელია, ბერნსი საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას. წინასწარი ინფორმაციის თანახმად, მხარეები სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ სიტუციას, რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური განვითარებას და საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს განიხილავენ. ბერნსი ვიზიტით უკვე იმყოფებოდა სამხრეთ კავკასიურ ქვეყანაში–აზერბაიჯანში. ბაქოში ბერნსმა ქვეყნის ოფიციალურ პირებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრები გამართა. ამ შეხვედრებზე განხილული იქნა სამხრეთ კავკასიაში არსებული სიტუაცია, უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3682.html
| |||
Posted by consul | 19 Oct 2011, 18:12 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.