საზოგადოება: ხიდაშელს 5-ლარიანი ვაუჩერები ფულის ჰაერში გადაყრად მიაჩნია | Georgian News | ||
თბილისის საკრებულოს დეპუტატს რესპუბლიკური პარტიიდან თინა ხიდაშელს მიაჩნია, რომ 5-ლარიანი სატრანსპორტი ვაუჩერები ჰაერში გადაყრილი ფულია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარია სავარაუდოდ 5 მლნ ლარზე ქალაქის ბიუჯეტიდან, რამდენადაც ირწმუნებიან, რომ სამგზავრო ბარათები 1 მლნ მოქალაქეს აქვს. „ვერავინ ამბობს, საიდან მოვიდა ეს ციფრები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ შედეგს გაიღებს ეს პროექტი. ასევე ძალიან საინტერესოა იმის ცოდნა, ეს ერთჯერადი აქცია თუ გარკვეული გეგმის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, რომლის მიხედვითაც მერი მოქალაქეებისათვის 5, 10, 20 ლარის დარიგებას დაიწყებს, რათა არჩევნებისთვის მათი სიმპატიები მოიპოვოს“, - თქვა ხიდაშელმა. მისი თქმით, ჯერჯერობით არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ეს ყველაფერი უგულავას წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, თუმცა აუცილებლად გახდება სერიოზული თემა, თუ ამ ვაუჩერს სხვა ნაბიჯები მოჰყვება. „თუ ეს ერთჯერადი აქტია, მაგრამ ეს ჰაერში გადაყრილი ფულია. უფრო მეტიც, ამ „ქველმოქმედებას“ ზიანის მოტანა შეუძლია, ვინაიდან ბაზარზე უკონტროლო 5 მილიონი ლარი იქნება გამოშვებული. 5 ლარი ვერავის მდგომარეობას გააუმჯობესებს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3678.html
| |||
Posted by Drakula | 19 Oct 2011, 17:44 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.