პოლიტიკა: გაბაშვილი: „ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკის შესახებ წარმოდგენა არა აქვს" | Georgian News | ||
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის აზრით, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკის შესახებ წარმოდგენა არა აქვს. როგორც დეპუტატმა ბიზნესმენის მიერ „რეიტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას აღნიშნა, იგი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის პროექტი პუტინის ინტერესებს უკავშირდება. „ჩვენ ვიცოდით ამ ადამიანის საქმიანობის შესახებ ქველმოქმედების სფეროში და დადებითად ვაფასებდით მას, რასაც ვერ ვიტყვი მის პოზიციებზე პოლიტიკაში. ადამიანი, როდესაც ფიქრობს, რომ საქართველომ რუსეთს მსო-ში შესვლის თანხმობა უნდა მისცეს, ან როდესაც პუტინისაგან დემოკრატიული რეფორმების გატარებას ელის, ასევე იმას, რომ იგი კორუფციას შეებრძოლება და დასავლეთს დაუახლოვდება, მაშინ მას არანაირი წარმოადგენა არა აქვს იმაზე, რაზეც საუბრობს და ჯერჯერობით, შესაძლოა, საერთოდ პოლიტიკის შესახებაც არა აქვს წარმოდგენა. ან მეორე - იგი მართლაც ფიქრობს, რომ საქართველო შეიძლება გაიცვალოს „რუსულ კრედიტზე“. ივანიშვილი, ისევე როგორც პუტინი, არა ერთხელ მიიღებს სიგნალებს იმაზე, რომ ეს ასე არ არის. მე მისი მიამიტობისა არ მჯერა, ასევე იმისა, რომ ივანიშვილისთვის უცნობია, რომ პუტინი ვერ იქნება დემოკრატი და კორუფციასთან მებრძოლი; მე უფრო იმისი მჯერა, რომ მისი პროექტი მართლა არის დაკავშირებული პუტინის ინტერესებთან“, - განაცხადა გაბაშვილმა და დაამატა, რომ საქართველოს მოქალაქეთა ხმები და ქვეყნის პოლიტიკური კურსი არ იყიდება. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3677.html
| |||
Posted by Drakula | 19 Oct 2011, 17:43 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.