საზოგადოება: გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე | Georgian News | ||
17 ოქტომბერს, 83 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე, იუწყება “GHN“. „გარდაიცვალა გენიალური რამაზ ჩხიკვაძე! ჩვენი რამაზი! ეპოქა დასრულდა! დასრულდა!“, - წერს რეჟისორი ქეთი დოლიძე თავის „ფეისბუქის“ გვერდზე. რამაზ ჩხიკვაძე ქართული სამსახიობო სკოლის ბრწყინვალე წარმომადგენელთა რიცხვს განეკუთვნებოდა. იგი არასდროს ყოფილა მოკლებული მაყურებელთა ყურადღებას, კრიტიკას. მისი თითქმის ყველა როლი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე, რომლის დასშიც იგი 1951 წელს მოვიდა, ბრწყინვალე თეატრალური მოვლენა ხდებოდა. რ. ჩხიკვაძის არტისტული მომხიბვლელობა, გამომეტყველი შემოქმედებითი ინდივიდუალობა მის სპექტაკლებზე პუბლიკას იზიდავდა. დღეს უკვე თეატრის ისტორიაა: ლეანდრო „ესპანელ მღვდელში“, მილორადო „ფილოსოფიის დოქტორში“, მეკი-დანა „სამგროშიან ოპერაში“, ვიქტორი „ირკუტსკის ისტორიაში“ და სხვ. უსასრულოდ შეიძლება იმ ფილმების ჩამოთვლა, რომლებშიც მსახიობს უთამაშია: „ჭრიჭინა“, „დღე პირველი დღე უკანასკნელი“, „მოცარტი და სალიერი“, „ვერის უბნის მელოდიები“. სულ გამოჩენილმა მსახიუობმა 62 კინოსურათში მიიღო მონაწილეობა. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3676.html
| |||
Posted by Drakula | 19 Oct 2011, 17:40 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.