პოლიტიკა: სააკაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი აფხაზეთში საკუთარ სახლებში დავბრუნდებით | Georgian News | ||
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოთქვა რწმენა იმისა, რომ ყველა იძულებით გადასახლებული აფხაზეთში საკუთარ სახლებსა და საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნდება და აღნიშნა, რომ ეს მისი ცხოვრების მთავარი ამოცანაა, იტყობინება “GHN“. ამის შესახებ მან განაცხადა ფოთში 32 ახალი სახლისაგან შემდგარი საცხოვრებელი კვარტლის გახსნაზე, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე აშენდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შესაძლოა ეს არც თუ ისე მდიდრული ბინებია, „მაგრამ ეს უკვე თქვენი ბინებია, თქვენი ოჯახის ბინა, რომელიც თქვენი მანამ იქნება, სანამ აფხაზეთში არ დაბრუნდებით“. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი საკუთარ სახლებში, ბინებსა და საცხოვრებელ ადგილებში დავბრუნდებით. აქ 4 500 ადამიანი გადასახლდა და პრაქტიკულად ახალი დასახლება შეიქმნა“, - თქვა სააკაშვილმა. პრეზიდენტმა გაიხსენა შემთხვევა, როდესაც წყალტუბოში მდებარე სანატორიუმში მცხოვრებ ლტოლვილებს სტუმრობდა, რამაც იგი დამწუხრებულ ხასიათში ჩააგდო, „და მაშინ მე ვთქვი, რომ ჩვენ საკუთარ სახლებში უნდა დავბრუნდეთ და ეს ჩემი ცხოვრების მთავარი ამოცანაა“. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს ამ პროექტის განხორციელებისთვის და აღნიშნა, რომ იგი სწორედ ფოთში განხორციელდა, იმიტომ რომ მანდ მოქალაქეთა დასაქმების უფრო მაღალი პერსპექტივაა. „ფოთში ბევრად უფრო მეტი იხსნება, ვიდრე იხურება, იღებენ მეტ ხალხს, ვიდრე ათავისუფლებენ, და, საბოლოო შედეგად, ფოთს დიდი პერსპექტივა აქვს. ეს უნდა იყოს ქალაქი 100%-იანი დასაქმებით. ამ ქალაქში საქართველოს უმნიშვნელოვანესი ნავსადგურია, მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით, სადაც არის კარგი განათლების ცენტრები და სკოლები“, - თქვა სააკაშვილმა. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3675.html
| |||
Posted by Drakula | 19 Oct 2011, 17:39 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.