ეკონომიკა: „ახალი მემარჯვენეები“: ახალი ცვლილებები საგადასახადო კოდექსში მცირე მეწარმეთა წინააღმდეგ არის მიმართული | ![]() | Business & Economics | |
![]() პარტიაში მიაჩნიათ, რომ საკასო აპარატი და ჩეკი სამეწარმეო საქმიანობის სრულფასოვანი განხორციელებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი ინსტრუმენტებია. მაგრამ დაუშვებელია, როდესაც ისინი ტერორის ინსტრუმენტად გადაიქცევა და მცირე მეწარმეთა წინააღმდეგ გამოიყენება, როგორც სადამსჯელო იარაღი. „სახელმწიფო პოლიტიკა და საგადასახადო ადმინისტრირება მთლიანად აგებულია „ჩასაფრებისა“ და „დაჭერის“ პოლიტიკაზე. საგადასახადო ორგანოების მთავარი მიზეზი, შეიძლება ითქვას თვითმიზანიც, გახლავთ მეწარმის დაჭერა შეცდომაზე და მისი დასჯა. გამომდინარე აქედან, კოდექსიდან საგადასახადო გაფრთხილების ამოღება სრულიად გაუმართლებელი ნაბიჯია. ამას საგადასახადო მონიტორინგის ინსტიტუტის დანერგვის მცდელობაც ემატება. ეს სხვა არაფერია, თუ არა წარსულის გადმონაშთი, როდესაც ქვეყნის ყველა ორგანიზაციასა და საწარმოში მაშინდელ სამსახურებს ოფიციალურად ჰყავდათ დანერგილი თავიანთი აგენტები“, - განაცხადა კალანდაძემ. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3670.html
| |||
Posted by Drakula | 19 Oct 2011, 17:36 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.