aspurcela.ge
როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: „ახალი მემარჯვენეები“: ახალი ცვლილებები საგადასახადო კოდექსში მცირე მეწარმეთა წინააღმდეგ არის მიმართული Business & Economics  Business & Economics 
„ახალი მემარჯვენეები“ საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს დისკრიმინაციულად და მცირე მეწარმეთა წინააღმდეგ მიმართულად აფასებენ. როგორც გუშინ, 17 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე პარტიის ეკონომიკურ პოლიტიკაზე პასუხისმგებელმა ლევან კალანდაძემ განაცხადა, ცვლილებების შესაბამისად, საკასო აპარატის გამოუყენებლობის ან ჩეკის გაუცემლობის შემთხვევაში მეწარმე ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაჯარიმდება, მიუხედავად იმისა, დაშვებულ იქნა შეცდომა მექანიკურად თუ მიზანმიმართულად. იმ დროს, როცა დღეს მოქმედი კანონმდებლობით საგადასახადო ორგანოებს პირველი დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ გაფრთხილებით შეუძლიათ შემოიფარგლონ.



პარტიაში მიაჩნიათ, რომ საკასო აპარატი და ჩეკი სამეწარმეო საქმიანობის სრულფასოვანი განხორციელებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი ინსტრუმენტებია. მაგრამ დაუშვებელია, როდესაც ისინი ტერორის ინსტრუმენტად გადაიქცევა და  მცირე მეწარმეთა წინააღმდეგ გამოიყენება, როგორც სადამსჯელო იარაღი.


„სახელმწიფო პოლიტიკა და საგადასახადო ადმინისტრირება მთლიანად აგებულია „ჩასაფრებისა“ და „დაჭერის“ პოლიტიკაზე. საგადასახადო ორგანოების მთავარი მიზეზი, შეიძლება ითქვას თვითმიზანიც, გახლავთ მეწარმის დაჭერა შეცდომაზე და მისი დასჯა. გამომდინარე აქედან, კოდექსიდან საგადასახადო გაფრთხილების ამოღება სრულიად გაუმართლებელი ნაბიჯია. ამას საგადასახადო მონიტორინგის ინსტიტუტის დანერგვის მცდელობაც ემატება. ეს სხვა არაფერია, თუ არა წარსულის გადმონაშთი, როდესაც ქვეყნის ყველა ორგანიზაციასა და საწარმოში მაშინდელ სამსახურებს ოფიციალურად ჰყავდათ დანერგილი თავიანთი აგენტები“, - განაცხადა კალანდაძემ.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3670.html
Posted by Drakula | 19 Oct 2011, 17:36 | News »
 

"ეკონომიკა: „ახალი მემარჯვენეები“: ახალი ცვლილებები საგადასახადო კოდექსში მცირე მეწარმეთა წინააღმდეგ არის მიმართული" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 14 November 2024
  • English Georgian