პოლიტიკა: კადაფთან დაახლოებულმა ტელეარხმა მუამარის უმცროსი შვილის გარდაცვალება დაადასტურა | World News | ||
სირიულმა ტელეარხმა "არაიმ", რომელიც ლიბიის ყოფილ ლიდერს მუამარ კადაფს მხარს უჭერდა, კადაფის უმცროსი შვილის პოლკოვნიკის ჰამისის და ლიბიის დაზვერვის ექს– მეთაურის აბდულ ალ–სენუსის სიკვდილი დაადასტურა. ამის შესახებ, 17 ოქტომბერს, Reuters იუწყება. ტელარხის მონაცემების თანახმად, ჰამის კადაფი და ალ–სენუსი 29 აგვისტოს, ტრიპოლიდან 90 კილომეტრში ქალაქ ტარხუნასთან ბრძოლის დროს დაიღუპნენ. მანამდე, სექტემბრის დასაწყისში, ჰამის კადაფის და ალ–სენუსის გარდაცვალების შესახებ ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭო ავრცელებდა ინფორმაციას. როგორც იუწყებოდნენ, ჰამისის გვამი ქალაქ ბანი–ვალიდის გარეუბანში იქნა აღმოჩენილი. ამის გარდა, ინფორმაცია ჰამის კადაფის გარდაცვალების შესახებ 27 აგვისტოს სააგენტო Agence France-Presse–მა გაავრცელა. თუმცა კადაფის უმცროსი შვილისა და სპეცსამსახურების ექს–ხელმძღვანელის გარდაცვალება ოფიციალურად არ დასტურდებოდა. აშშ–ს Reuters–ის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ამერიკულ მხარეს ჯერჯერობით ჰამის კადაფისა და აბდულ ალ–სენუსის დაღუპვის ოფიციალურად დადასტურება არ შეუძლია. მიხედავად ამისა, ვაშინგტონმა შესაბამისი მონაცემები საიმედო წყაროდან მიიღო. 28 წლის ჰამის კადაფი ლიბიელი ლიდერის ყველაზე უმცროსი შვილი იყო და იგი ლიბიის სპეცძალების 32–ე ბრიგადას ხელმძღვანელობდა. სამხედრო განათლება ჰამისმა თავიდან ტრიპოლში, ხოლო შემდეგ კი მოსკოვში არსებულ ფრანზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში მიიღო. Source - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3667.html
| |||
Posted by consul | 17 Oct 2011, 19:34 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.