ეკონომიკა: აჭარაში ვიზიტიორთა რიცხვი 29%-ით გაიზარდა | Georgian News | ||
ცხრა თვის შედეგებით, აჭარაში ჩამოსულ ვიზიტიორთა რიცხვი 29%-ით გაიზარდა და 1 070 355 ადამიანი შეადგინა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ვიზიტიორთა რიცხვი, 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.3-ჯერ გაიზარდა. 2010 წლის ამ პერიოდის განმავლობაში აჭარას 821 578 ვიზიტიორი ეწვია, ხოლო 2009 წელს - 458 001 ვიზიტიორი. 2011 წლის იანვარ-სექტემბერში აჭარას 378 934 უცხოელი ვიზიტიორი ესტუმრა, რაც 41%-ით მეტია, ვიდრე 2010 წლის იმავე პერიოდში (269 426) და სამჯერ მეტია, ვიდრე 2009 წლის ანალოგიურ პერიოდში (138 813). უცხოელ ვიზიტიორთა ძირითად ნაწილს - 40.8%-ს - თურქეთის მოქალაქეები შეადგენდნენ, 26.6%-ს - სომხეთის მოქალაქეები, 13.6%-ს - აზერბაიჯანის მოქალაქეები. წლის ცხრა თვის განმავლობაში საქართველოს მთლიანობაში 2 068 147 ვიზიტიორი ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 43%-ით მეტია. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3663.html
| |||
Posted by Drakula | 17 Oct 2011, 19:31 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.