პოლიტიკა: ივანიშვილი ქართული დემოკრატიით ევროპის გაოცებას აპირებს | Georgian News | ||
ივანიშვილი ევროპის გაოცებას ქართული დემოკრატიით აპირებს, რომელსაც იგი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შექმნის. ამის შესახებ მან „რეიტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუში ბიზნესმენმა ჩამოთვალა ის პრობლემები, რომელთა გადაჭრასაც პარლამენტის სპიკერის ან პრემიერის რანგში ისურვებდა. ეს კონსტიტუციური რეფორმაა საზოგადოებრივი დისკუსიის ბაზაზე საქართველოს სახელმწიფო წყობის ფორმის შესახებ, სასამართლო რეფორმაა სასამართლოთა დამოუკიდებლობის გარანტიების შესაქმნელად, ზედა ფენებში კორუფციის აღმოფხვრა და ინვესტკლიმატის გაუმჯობესების სხვა ზომები. ბიზნესმენის აზრით, შედეგის მისაღწევად 2-3 წელი იქნება საჭირო, რის მერეც იგი პოლიტიკის დატოვებას შეძლებს. „მე ვიმედოვნებ ევროპის გაოცებას დემოკრატიის დონით, რომელსაც საქართველოში შევქმნი... ეს იმდენად ჭეშმარიტი დემოკრატია იქნება, რომ ევროპელებიც კი ისურვებენ საქართველოში ინვესტიციების დაბანდებას“, - თქვა ივანიშვილმა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3661.html
| |||
Posted by Drakula | 17 Oct 2011, 19:30 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.