aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: ილია II: ''ადამიანები სულიერად იმდენად დაეცნენ, რომ ბავშვები ერთმანეთს კლავენ'' Georgian News  Georgian News 
სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, საკვირაო ქადაგებისას, დროთა განმავლობაში ადამიანის ბუნების შეცვლაზე ისაუბრა. როგორც უწმინდესმა განაცხადა, ადამიანის სულიერი და ფიზიკური ბუნება იმდენად რთულია, რომ ჩვენ მის შეცნობას ვერ შევძლებთ.



"ადამიანი თავისი სულიერი და ფიზიკური ბუნებით  უდიდეს სასწაულს წარმოადგნეს. თუნდაც ის, თუ როგორ შეუერთდა ჩვენი ხორცი და სული ერთმანეთს. მაშინვე, როდესაც სული ტოვებს ადამიანს, სხეული კვდება"–განაცხადა უწმინდესმა და დაამატა, რომ დროთა განმავლობაში ადამიანიც იცვლება. თუმცა იმის გაანალიზება, თუ როგორ იცლება დრო და ადამიანი, ძალიან რთულია.


 ქადაგების დროს უნეტარესმა რამოდენიმე მაგალითი მოიყვანა, იმის თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ადამიანი დროთა განმავლობაში. ერთერთი მაგალითი ციხის მენტორის ისტორია იყო, რომლის სიტყვებმა " შენ ისეთი ცუდი არ ხარ, როგორადაც სხვები აღგიქვამენ",  ურწმუნო ადამიანებს ღმერთის რწმენა დაუბრუნა.


 "დაე, ღმერთმა მოგვცეს ძლიერი გული და სიბრძნე, რომ ჩვენ გავიგოთ ვინ ვართ, რა უნდა გავაკეთოთ და სად უნდა წავიდეთ"–განაცხადა უწმინდესმა და დაამატა: "ადამიანის სულიერება იმდენად დაეცა, რომ ბავშვები ერთმანეთს კლავნენ, და ჩვენ უბრალოდ ამას ისე  ვუყურებთ თითქოს ეს საშინელი ლოდები მთიდან ცვივა და ჩვენ არანაირი ძალა არ გაგვაჩნია მათი შეჩერებისათვის".


პატრიარქის თქმით, აუცილებელია, რომ ეკლესიამ, სულიერმა პირებმა, მშობლებმა, სკოლამ და სასწავლო დაწესებულებებმა იფიქროს იმაზე, როგორ ჩაუნერგოს ბავშვებს ბოროტების სიძულვილი და სიკეთის სიყვარული.


"დრო იცვლება და ჩვენც მასთან ერთად ვიცვლებით. საქმე იმაში მდგომარეობს–როგორ იცვლება ადამიანი სიკეთისა და ბოროტების მიმართ? ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ღმერთმაც ქნას, რომ ბოროტება რომელიც ჩვენში არსებობს სიკეთითა და სიყვარულით შეიცვალოს"–აღნიშნა უნეტარესმა.


 როგორც ილია მეორემ თქვა, ჩვენ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ ადამიანმა ამქვეყნიური სიკეთე შეიძლება სიცოცხლეშივე დაკარგოს ან სამარემდე მიჰყვეს, მაგრამ სიკვდილის შემდეგ ის იქეთ ვერაფერს წაიღებს. 


ქადაგების დასასრულს, ილია მეორემ შეიშმელაშვილების, წარხელაშვილების, რევაზიშვილების, საყვარელიძეების, ლომსაძეების და ავალიანების გვარი დალოცა.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3659.html
Posted by consul | 17 Oct 2011, 19:28 | News »
 

"საზოგადოება: ილია II: ''ადამიანები სულიერად იმდენად დაეცნენ, რომ ბავშვები ერთმანეთს კლავენ''" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 December 2024
  • English Georgian