aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: The Economist: ბიძინა ივანიშვილმა უცნაურად დაიწყო პოლიტიკური კამპანია Georgian News  Georgian News 
ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური კამპანია უცნაურად დაიწყო, - წერს გამოცემა The Economist სტატიაში სათაურით „თბილისური გრაფი მონტე-კრისტო“. გამოცემა პოლიტიკაში ცნობილი ბიზნესმენის მოსვლას აანალიზებს და წერს საქართველოს ხელისუფლებების განცხადებებზე ბიზნესმენის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს მის მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში. გამოცემა ასევე წერს იმ პროექტებზე, რომლებიც ივანიშვილმა დააფინანსა.



„სააკაშვილმა ივანიშვილი ალექსანდრე დიუმას პერსონაჟს გრაფ მონტე-კრისტოს შეადარა. მაგრამ, როგორც ჩანს, პარალელი არც თუ ისე ადეკვატურია. ივანიშვილს არა შურისძიების სურვილი, არამედ, უფრო მეტად, იმედგაცრუება ამოძრავებს. მეტიც, გამოგონილმა პერსონაჟმა დიდი შორსმჭვრეტელობა და სიეშმაკე გამოიჩინა, როდესაც თავის მტრებზე შურს იძიებდა. ხოლო ბატონ ივანიშვილის განზრახვაში არის მხოლოდ საქართველოს ტრაგედია, ფარსის ელემენტები“, - წერს გამოცემა.


The Economist ბიზნესმენის ორივე წერილს აანალიზებს და აღნიშნავს, რომ ორივე დოკუმენტი არის „სრული, ქაოსური და ექსცენტრიული“.


„მეორე განცხადებაში ივანიშვილმა ის პოლიტიკოსები და ჟურნალისტები დაასახელა, რომლებთანაც თანამშრომლობას არ დაიწყებს. იგი იხსენებს პრივატულ საუბრებს შინაგან საქმეთა მინისტრთან ვანო მერაბიშვილმთან და მას გადადგომისკენ მოუწოდებს. ეს პოლიტიკური კამპანიის დაწყების უცნაური გზაა“, - აღნიშნავს გამოცემა.


ჟურნალი ხაზს უსვამს, რომ ბიზნესმენმა წყალი დაასხა ხელისუფლებების წისქვილზე, როდესაც განაცხადა, რომ მას საფრანგეთისა და რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა.


„დრო, რომელიც მოქალაქეობის ჩამორთმევისთვის იქნა არჩეული, არც თუ ისე ხელსაყრელია. მაგრამ ივანიშვილმა მხოლოდ საკუთარი თავი ან თავისი მრჩეველები უნდა დაადანაშაულოს“, - ნათქვამია სტატიაში.


სტატიის ავტორი ყურადღების კონცენტრირებას ახდენს ბიზნესმენის კავშირებზე საფრანგეთთან და აღნიშნავს, რომ მას საქართველოში საფრანგეთის ელჩთან მეგობრული ურთიერთობა აქვს, რომელსაც მალე უფლებამოსილებათა ვადა ეწურება.


„საფრანგეთისა და საქართველოს ურთიერთობებში სითბო დადგა. საქართველოში ვიზიტის დროს საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი რუსეთის მისამართით კრიტიკით გამოვიდა იმის თაობაზე, რომ იგი არ ასრულებს პუნქტებს შეთანხმებისა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელსაც მისი შუამავლობით მოეწერა ხელი“, - წერს გამოცემა.


სტატიაში გავლებულია პარალელები ივანიშვილსა და ბადრი პატარკაციშვილს შორის და აღნიშნულია, რომ თუ „ბიზნესმენის თანამშრომლობა ოპოზიციის ყველაზე რეალურ ლიდერთან ირაკლი ალასანიასთან განვითარდება, მაშინ იგი უფრო მეტი წარმატების მიღწევას შეძლებს“.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3658.html
Posted by Drakula | 16 Oct 2011, 18:19 | News »
 

"პოლიტიკა: The Economist: ბიძინა ივანიშვილმა უცნაურად დაიწყო პოლიტიკური კამპანია" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 December 2024
  • English Georgian