საზოგადოება: თბილისში შუქნიშნებს ცვლიან | Georgian News | ||
თბილისში შუქნიშნების შეცვლის სამწლიანი პროგრამა დაიწყო. როგორც მერიის სატრანსპორტო სამსახურის საგზაო მოძრაობის განყოფილების უფროსმა დემურ კვირიკაშვილმა განაცხადა, წელს ვაკეში 19 შუქნიშანი შეიცვლება. მისი თქმით, ახალი შუქნიშნები ავტომატური მართვის სისტემაზე მუშაობს. პროგრამა, მოძრაობის ინტენსიურობიდან გამომდინარე, თავად გადაწყვეტს, როდის ჩართოს მწვანე შუქი. როდესაც გზაჯვარედინზე რომელიმე მიმართულებით ავტომანქანების დიდი ნაკადი წარმოიქმნება, შუქნიშანი პრიორიტეტს ამ მიმართულებას მისცემს. ამასთან, ბუდაპეშტისა და ნუცუბიძის გზების გადაკვეთაზე და „ვარკეთილის“ მეტროსთან ქვეითად მოსიარულეებისათვის მიმდინარეობს „კუნძულების“ მოწყობა. ბოლო დროს ქალაქის რამდენიმე ნაწილში, მათ შორის გმირთა მოედანზე, გართულებულია ტრანსპორტის მოძრაობა, მაგრამ ეს დროებითი მოვლენაა და უახლოეს მომავალში კიდევ ერთი ესტაკადა ამოქმედდება. იგი პრობლემას გადაჭრის. რაც შეეხება პარკირებას, თბილისის მერიამ ინიციატივა გამოავლინა და ნებისმიერ კომპანიას, რომელიც ქალაქში მრავალსართულიან სადგომს ააშენებს, ტერიტორიას უფასოდ გამოუყოფს. ამჟამად დედაქალაქში პარკირების 30 000 ობიექტია და კიდევ 20 000 აშენდება. ასევე ნებადართული იქნება ავტოტრანსპორტის პარკირება ტროტუარებზე, თუ მათი სიგანე 6-7 მეტრს შეადგენს. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3657.html
| |||
Posted by Drakula | 15 Oct 2011, 22:09 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.