aspurcela.ge
კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: „ვისაც უფალი ბევრს აძლევს, მას ბევრსაც სთხოვს“ - ილია მეორე Georgian News  Georgian News 
„სვეტიცხოვლობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმო წირვა ჩაატარა. წირვის შემდეგ მან მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა. „ვისაც უფალი ბევრს აძლევს, მას ბევრსაც სთხოვს. ასე, მაგალითად, საქართველოში იესო ქრისტეს კვართი ინახება“, - აღნიშნა პატრიარქმა და დაამატა, რომ ადამიანი უფლის სუსტი ქმნილებაა, რომელიც სასწაულს ელის.

„საქართველო ღვთისმშობლის მიერ არჩეულ ქვეყანას წარმოადგენს და ეს სასწაულია. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ უფალმა აირჩია საქართველო როგორც თავისი სამშოლო და დალოცა იგი“, - განაცხადა ილია მეორემ.

მისი თქმით, ქართველ ხალხს ამის არ უნდა ეშინოდეს და უფალს მადლობას უნდა უხდიდეს იმისთვის, რომ მან ჩვენ ასეთი ლოცვა-კურთხევა მოგვცა, რომელსაც ვერ იტევს ადამიანის გული და სული და ეს ლოცვა-კურთხევა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს ფარავს. ბოროტი სული განსაკუთრებით გააფთრებით ებრძვის სიწმინდეს, სამართლიანობას და ჩვენ მას არა იარაღებითა და შუბით, არამედ სასულიერო ცხოვრებით, მარხვითა და ლოცვებით უნდა გავუმკლავდეთ. თითოეული ადამიანი უფლის მიერაა ნაკურთხი და ამიტომ უფალს უნდა უმადლოდეს.

„ხშირად ესა თუ ის ადამიანი ამბობს, რომ დაიჯერებს სასწაულს, თუ ნახავს მას. იუდა ყოველდღე ხედავდა სასწაულს და არა მხოლოდ ხედავდა, არამედ აკეთებდა მას უფლის ლოცვა-კურთხევისა და ნება-სურვილის წყალობით, მაგრამ ამან იგი ვერ გადაარჩინა“, - განაცხადა პატრიარქმა და გაიხსენა ადამიანი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა და მიუხედავად იმისა, რომ უფალმა მრავალჯერ გადაარჩინა იგი, მან მაინც არ დაიჯერა უფლის არსებობა.

„მან უფლის მფარველობის შესახებ დაივიწყა. ყველაფერი შემთხვევად მიიჩნია. ადამიანი უფლის მადლობელი უნდა იყოს. ყველაფერი უფლის ნება-სურვილია“, - განაცხადა ილია მეორემ.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3656.html
Posted by Drakula | 15 Oct 2011, 22:08 | News »
 

"საზოგადოება: „ვისაც უფალი ბევრს აძლევს, მას ბევრსაც სთხოვს“ - ილია მეორე" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 14 November 2024
  • English Georgian