პოლიტიკა: ცინცაძე: მხოლოდ სინანულით შემიძლია გავიღიმო იმის გამო, რომ ასეთი ადამიანი ასე დაეცა | World News | ||
ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი „ხელისუფლებების მსახურებს უწოდებს ყველას, ვინც მასთან დისკუსიას პროფესიული თვალსაზრისით აწარმოებს“. ამის შესახებ გუშინ, 12 ოქტომბერს, პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ განაცხადა, როდესაც კომენტარს აკეთებდა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ მიმართვაზე პოლიტიკოსების, მასმედიისა და საზოგადოებრიობის მიმართ. ცინცაძის შეფასებით, „ივანიშვილმა პოლიტიკაში თავისი გზა დაიწყო არაკვალიფიციური, კონფრონტაციული გზავნილებით, რაც მცდარი პოლიტიკაა და ბიზნესმენს წამგებიან პოზიციაში აყენებს“. „თავისი განცხადებებით ივანიშვილმა უკვე გახადა მტრებად პოლიტიკური სპექტრისა და მასმედიის ნახევარი. მისი განცხადებები პოლიტიკის ყველა დაწერილ და დაუწერელ კანონს ეწინააღმდეგება. ასეთი მეთოდებით, ლექსიკითა და ტაქტიკით პოლიტიკაში არ მიდიან. ბიზნესმენმა თავიდანვე წამგებიან თამაშს შეუდგა და დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეობა რომც ჰქონოდა და ხელისუფლებაში მოსულიყო, დაპირებულის შესრულებას ვერ შეძლებდა“, - განაცხადა სოსო ცინცაძემ. რაც შეეხება ბიზნესმენის მიერ თავად ცინცაძის წინააღმდეგ გამოთქმულ მოსაზრებებს, პოლიტოლოგმა განაცხადა: „პირად შეურაცხყოფად მიმაჩნია ამ ყველაფრისთვის თავის გამართლება“. „შესაძლოა, მხოლოდ სინანულით გავიღიმო იმისა გამო, რომ ასეთი ქველმოქმედი, მეცენატი, დიდი პატრიოტი ასე დაეცა. მას მმართველი გუნდის მიმართ პირადი წყენა ალაპარაკებს და მათ, ვისი განცხადებებიც მას არ მოსწონს და ვინც მასთან პროფესიულ დისკუსიას აწარმოებს, ყველას ხელისუფლებების მსახურებს უწოდებს. ის ფაქტი, რომ მე და რამაზ საყვარელიძე ხელისუფლების თამაშს ვთამაშობთ, უბრალოდ სასაცილოა“, - განაცხადა ცინცაძემ. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3640.html
| |||
Posted by Drakula | 13 Oct 2011, 17:42 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.