aspurcela.ge
უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: ლონდონი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავალს ახალი ფულადი ზონის შექმნაში ეძებს World News  World News 
ევროს ზონაში არსებულმა სავალო კრიზისმა შეიძლება სერიოზულად შეარყიოს ევროკავშირის საძირკველი. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილმა უფროსმა დევიდ ოუენმა იმ ევროპის ქვეყნებს, რომლებიც სავალუტო კავშირში არ შედიან, შესთავაზა საკუთარი „არა-ევროჯგუფის“ (აეჯ) შექმნა, რომელიც ევროკავშირის საკვანძო ორგანო გახდება. ექსპერტები ამგვარი გაერთიანების ეფექტურობაში ეჭვი ეპარებათ. სტატიაში „დრო დადგა რადიკალური პროექტისათვის ახალი ევროპისათვის“, რომელიც The Financial Times-შია გამოქვეყნებული, ბატონი ოუენი ასეთი კავშირის პლუსებს აღწერს. ჯერ ერთი, პოტენციურ აეჯ-ს ჩამოაყალიბებს ათი ქვეყანა - ევროკავშირის წევრი შედარებით სტაბილური ეკონომიკით, ერთიანი ვალუტის მქონე ქვეყნებთან შედარებით. ასე, ინგლისში, შვედეთსა და დანიაში გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთები უფრო დაბალია, ვიდრე გერმანული ბონდების მიხედვით. მეტიც, ჩეხეთის ეროვნული ბანკის მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთები უფრო დაბალია, ვიდრე ევროპის ცენტრალურ ბანკში, ხოლო ეკონომიკის ზრდის მიხედვით რეგიონში პოლონეთი ლიდერობს.



მეორეც, ნაბიჯი გადაიდგებოდა აეჯ-ის ქვეყნების ცენტრალური ბანკებისა და მთავრობების თანამშრომლობის განმტკიცებისკენ. ამას გარდა, პროექტი საშუალებას მისცემდა, უზრუნველყოფილიყო ევროს ზონიდან გამოსვლის მექანიზმი იგივე საბერძნეთის უბრალოდ გადასვლის გზით სხვა კავშირში „სახის დაკარგვის“ გარეშე. „აეჯ-ის შექმნა საშუალებას მისცემს, დაწესდეს უფლებები და ვალდებულებები ევროზონის არაწევრებისთვის, ასევე აღმოფხვრის ევროპაში გამეფებულ პოზიციას, რომლის მიხედვითაც იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც ევროზონაში არ შედიან, ევროკავშირის მხოლოდ მეორეხარისხოვანი მოქალაქეებია“, - დარწმუნებულია ბატონი ოუენი. ჯერჯერობით კი აგდებული დამოკიდებულება სავალუტო კლუბის არაწევრების მიმართ გამოიხატება იმაში, რომ ევროსაბჭოს თავმჯდომარე ჰერმან ვან რომპეი აუცილებლად მიიჩნევს წელიწადში ორჯერ სამიტების ჩატარებას ევროზონის საქმეების მიხედვით, დანარჩენი წევრები კი, ფაქტობრივად, ევროპოლიტიკისაგან გარიყულები რჩებიან.


თუმცა, ექსპერტებს ევროზონის ალტერნატივის გაჩენაში ეჭვის ეპარებათ. „კოალიცია, რომელიც პერსპექტივაში ევროკავშირში ვეტოს უფლებას მიიღებდა, ეფექტური მხოლოდ საკმარისი პოლიტიკური წონისა და საერთო მიზნების არსებობის შემთხვევაში იქნებოდა. ჯერჯერობით ეს ორი პირობა მიუღწეველია. ამ ეკონომიკებიდან ვერც ერთს შეუძლია საფრანგეთს ან გერმანიას რაიმე დაუპირისპიროს. გარდა ამისა, აეჯ-ის შესაძლო წევრების პოზიციები სავალუტო ინტეგრაციის საკითხში მაინც განსხვავდება“, - უთხრა РБК daily-ს ლონდონის ეკონომიკის სკოლის (LSE) პროფესორმა ალბრეხტ რიტშლმა.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3639.html
Posted by Drakula | 13 Oct 2011, 17:41 | News »
 

"ეკონომიკა: ლონდონი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავალს ახალი ფულადი ზონის შექმნაში ეძებს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register


											ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 24 November 2024
  • English Georgian