ეკონომიკა: ონიშენკო: ღვინის მწარმოებლები საქართველოდან რუსეთში მიწოდებების დასაწყებად მზად არიან | Business & Economics | ||
რუსეთში მიწოდებების დაწყების მზადყოფნის შესახებ საქართველოს ღვინის პროდუქციის შვიდმა მწარმოებელმა განაცხადა. ამის შესახებ დღეს, 12 ოატომბერს, მოყვა „როსპოტრებნადზორის“ უფროსმა, რუსეთის მთავარმა სახელმწიფო სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშენკომ. „მე მივიღე შემოთავაზება“, - თქვა ონიშენკომ, - უკვე რაღაც მხრივ ოფიციალური, საქართველოს შვიდი მწარმოებლისაგან, რომლებსაც რუსეთის ბაზარზე მოსვლას ისურვებდნენ. გეთაყვა, მობრძანდით. მიწოდების პირობები თქვენთვის ცნობილია“. მთავარი სანიტარული ექიმის თქმით, ქართული ღვინის მწარმოებლებს რუსეთის ბაზარზე დაშვების პროცედურის გავლა მოუწევთ. „ჩვენ თქვენ საწარმოებს ვნახავთ, - თქვა ონიშენკომ, - რამდენადაც ისინი დიდი ხანია, 2006 წლიდან არ გვინახავს. შემდეგ თქვენ პროდუქციის ნიმუშებს მოგვცემთ, ჩვენ მათ დავარეგისტრირებთ. გენადი ონიშენკო ადრე ამბობდა, რომ ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყალს რუსულ ბაზარზე დაბრუნება მიმდინარე წლის ბოლომდე შეუძლით, თუ მწარმოებლები დაშვების ყველა პროცედურის გავლას მოასწრებენ. შეგახსენებთ, რომ 2006 წელს რუსეთმა საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის მიწოდებებზე აკრძალვა შემოიღო, რისი ოფიციალური მიზეზიც გახლდათ პრეტენზია ხარისხის მიმართ. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3637.html
| |||
Posted by Drakula | 12 Oct 2011, 19:09 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.