ეკონომიკა: „VTB ბანკის“ ტოპ-მენეჯერი საბანკო სექტორს კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების სპეკულაციურ ზრდაში ადანაშაულებს | Business & Economics | ||
„VTBბანკის“ ტოპ-მენეჯერი საქართველოს საბანკო სექტორში კრედიტებსა და დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთების სპეკულაციურ ზრდაზე საუბრობს. როგორც მან რადიო „კომერსანტის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, თავად „VTBბანკს“ დეპოზიტებსა და კრედიტებზე პროცენტები არ გაუზრდია, ვინაიდან ბაზარზე არსებულ სპეკულაციურ სიტუაციას არ აჰყვა. ვალერიან გაბუნიას განმარტებით, ზოგიერთი ბანკი დეპოზიტებზე არაადეკვატურ პროცენტებს აწესებს. მაგრამ იგი აღნიშნულ ბანკებს არ ასახელებს. ბოლო პერიოდში საბანკო სექტორში კრედიტებზე პროცენტები გაიზარდა. აგვისტოში საპროცენტო განაკვეთი ფიზიკური პირებისათვის 1.3-დან 2.3 პროცენტამდე გაიზარდა. ასევე გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები ანაბრებზე. მიზეზად სახელდება ფულადი რესურსების გაძვირება საერთაშორისო ბაზრებზე. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3631.html
| |||
Posted by Drakula | 11 Oct 2011, 19:20 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.