aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: ვაცლავ ჰაველი: საქართველოს ჩემ გულსა და მეხსიერებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია Georgian News  Georgian News 
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა. როგორც ქართული სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაცია იტყობინება, პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც იმყოფება პრაღაში, სადაც ვაცლავ გაველის მიერ დაფუძნებული კონფერენცია ტარდება, განაცხადა, რომ ამ ორდენის გადაცემა სიმბოლურ დატვირთვას ატარებს და ტოტალიტარიზმი ვერასოდეს გაიმარჯვებს დემოკრატიაზე.



ჰაველმა, თავის მხრივ, სააკაშვილს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში საქართველო ქვეყნის დეოკუპაციის განხორციელებასა და ევროპასთან გაერთიანებას შეძლებს.


„თითოეული ჩვენგანისთვის, ვინც თავისუფლებას აფასებს, მუდმივად მოძრაობს სიახლეებისკენ, რაღაც განსაკუთრებულისკენ, საბჭოთა კავშირის დაშლა ისტორიის დასასრული არ გამხდარა. პირიქით, ეს ჩვენთვის ისტორიის დასაწყისი იყო. ბატონო ვაცლავ, ის, რომ ჩვენ გაყინული მუზეუმიდან გაქცევა შევძელით, თქვენი და თქვენის მსგავსი ხალხის დამსახურებაა. ჩვენ ვცხოვრობდით, ვარსებობდით და გადარჩენაზე ვფიქრობდით. გადარჩენაზე, ვინაიდან ჩვენი ბედი ჩვენ არ გვეკუთვნოდა. ორი გზა იყო - სლობოდან მილოშევიჩის გზა და ვაცლავ გაველის გზა. ფერადი რევოლუციები თქვენი ხავერდოვანი რევოლუციის გაგრძელება იყო“, - თქვა სააკაშვილმა.


ჰაველმა, თავის მხრივ, სააკაშვილს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის დარჩება მის მეხსიერებაში.


„მადლობას გიხდით გაწეული პატივისთვის, რომელიც დღეს მომანიჭეთ. ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, თუმცა მსგავს სიტუაციებში ყოველთვის ვეკითხები საკუთარ თავს - დავიმსახურე თუ არა ეს ჯილდო. ბოლო ჯერ საქართველოში 44 წლის წინ ვიყავი. მრავალ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ საქართველოს არასდროს დავივიწყებ. იგი ჩემ გულსა და მეხსიერებაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უახლოეს მომავალში აღდგება მის ისტორიულ საზღვრებში და ეს ყოველგვარი სისხლისღვრის გარეშე მოხდება. ვიმედოვნებ, რომ საქართველო მალე ევროპული ინსტიტუტებისა და, უწინარეს ყოვლისა, ევროკავშირის წევრი გახდება“, - თქვა ჰაველმა.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3625.html
Posted by Drakula | 11 Oct 2011, 19:14 | News »
 

"პოლიტიკა: ვაცლავ ჰაველი: საქართველოს ჩემ გულსა და მეხსიერებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 21 September 2024
  • English Georgian