მეცნიერება-ტექნოლოგიები: iPhone 4S Apple-სგან ყველა რეკორდს ხსნის | ![]() | World News | |
![]() iPhone 4S-ზე წინასწარ შეკვეთები 2011 წლის 7 ოქტომბერს გაიხსნა. გაჯეტის გაყიდვები 2011 წლის 14 ოქტომბერს დაიწყება აშშ-ში, ავსტრალიაში, კანადაში, საფრანგეთში, გერმანიაში, იაპონიასა და დიდ ბრიტანეთში. ოქტომბრის ბოლოსთვის iPhone 4S კიდევ 22, ძირითადად ევროპული ქვეყნების ბაზრებზე შემოვა. Apple-მა განახლებული ვერსია iPhone 4S 2011 წლის 4 ოქტომბერს წარმოადგინა. Apple-ის ანალიტიკოსები და ფანატები მოელოდნენ, რომ კომპანია მეხუთე თაობის პრინციპულად ახალ „აიფონს“ აჩვენებდა, თუმცა Apple iPhone 4-ის ღრმა მოდერნიზაციით შემოიფარგლა. კერძოდ, ახალი სმარტფონი მუშაობს ორბირთვიან პროცესორზე A5, აღჭურვილია 8-მეგაპიქსელიანი კამერით, მოიცავს ხმოვანი მართვის ტექნოლოგიას Siri და „ღრუბლოვან“ სერვისს iCloud. 5 ოქტომბერს გარდაიცვალა Apple-ის დამფუძნებელი სტივ ჯობსი. სმარტფონი iPhone 4SApple-ის ბოლო პროდუქცია, რომელიც ს. ჯობსის სიცოცხლისას შემუშავდა. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3623.html
| |||
Posted by Drakula | 11 Oct 2011, 19:12 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.