პოლიტიკა: აშშ საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას მხარს უჭერს | Georgian News | ||
აშშ-ის დელეგაცია ნატოში მხარს უჭერს საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას, მითითებულია დელეგაციის ხელმძღვანელის მაიკლ ტერნერის განცხადებაში, იტყობინება “GHN“. მისი თქმით, წლების განმავლობაში საქართველომ თავისი მნიშვნელოვანი დახმარებით ერაყსა და ავღანეთში დაადასტურა, რომ წარმოადგენს მოკავშირეს, რომელიც ნდობას იმსახურებს. „ნატოს გაფართოება რომელიმე ქვეყნისთვის საფრთხრეს არ წარმოადგენს, პირიქით, იგი მთელ ევროატლანტიკურ არეალში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ამტკიცებს. მე მხარს დავუჭერ საქართველოს წევრობის ერთიან გეგმაში 2012 წელს სამიტზე ჩიკაგოში. ნატოს გაფართოების პროცესმა ისტორიული წარმატება მოიტანა, უსაფრთხოების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და თავისუფალ და ერთიან ევროპაშ სხვა საერთო მიზნების მიღწევის მიხედვით თანამშრომლობაში“, - აღნიშნულია განცხადებაში. იგი ასევე შეეხო სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციას და აღნიშნა, რომ აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ 374-ე რეზოლუციის განხილვას შეუდგა, რომელიც საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ინიციატივას ითვალისწინებს. ტერნერმა მოუწოდა ნატოს სხვა წევრებსაც მსგავსი ნაბიჯის გადადგმისკენ, რათა საქართველოს სავაჭრო კავშირების განმტკიცებას შეუწყონ ხელი. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3610.html
| |||
Posted by Drakula | 10 Oct 2011, 18:48 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.