საზოგადოება: ილია II: ადამიანები, რომლებიც ეკლესიაზე ცილისწამებას ცდილობენ, უფლის მიერ დაისჯებიან | Georgian News | ||
ადამიანები, რომლებიც ეკლესიაზე ცილისწამებას ცდილობენ, უფლის მიერ დაისჯებიან, - განაცხადა ქადაგების დროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. „არიან ადამიანები, რომლებსაც არ აწყობთ მშვიდობა, სიყვარული, სიკეთე. ისინი ადამიანებს შორის, მორწმუნეებს შორის მტრობის დათესვას ცდილობენ. ალბათ მიაქციეთ ყურადღება, რომ ჩვენი გაზეთები სავსეა სიძულვილით, ცილისწამებით, ჩემი ფოტოსურათებითა და მღვდელმსაურთა ფოტოსურათებით. მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეუძლია ცხოვრება ადამიანს, რომელიც მღვდელმსახურზე ცილს სწამებს. ამას ხომ საზღვარი უნდა ჰქონდეს. ნუთუ ამ ადამიანებს ღმერთისა არ ეშინიათ? ისინი, ვინც ეკლესიაზე ცილისწამებას ცდილობენ, უფლის მიერ დაისჯებიან და მათ ამ საშინელი ცოდვისა უნდა ეშინოდეთ“, - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა. წმინდა სამების ტაძარში არქიდიაკონმა დემეტრემ წაიკითხა სრული განცხადება, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით 5 ოქტომბერს გავრცელდა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3609.html
| |||
Posted by Drakula | 10 Oct 2011, 18:47 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.