aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 მეცნიერება-ტექნოლოგიები: მეცნიერებმა პირველად შეძლეს განუკურნავი დაავადების დაძლევა World News  World News 
დიაბეტის მკურნალობის გასაღები ადამიანის ტვინშია. მკვლევარები სთავაზობენ ცხვირიდან აღებული ნერვული ღეროვანი უჯრედების გარდაქმნას კუჭქვეშას უჯრედებად. მათ ინსულინის გამომუშავება და დიაბეტის მკურნალობა შეუძლია, წერს New Scientist.



ცნობილია, რომ ბეტა-უჯრედები გლუკოზის დონის მარეგულირებელ ინსულინს აწარმოებენ. პირველი ტიპის დიაბეტის დროს ეს უჯრედები იმუნური სისტემით ნადგურდება, ხოლო მეორე ტიპის დიაბეტის დროს - უბრალოდ ვერ გამოიმუშავებენ ინსულინს საჭირო მოცულობით. დეფექტური უჯრედების შესაცვლელად ტომოკო კუვაბარა იაპონიის მოწინავე სამრეწველო მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ეროვნული ინსტიტუტიდან ტვინის უჯრედებთან მიმართვას სთავაზობს.


ტექნოლოგია უკვე გამოსცადეს ვირთხებზე. თავიდან მეცნიერები მცირე რაოდენობის ქსოვილს იღებდნენ ჰიპოკამპიდან, რომელიც მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი. შემდეგ ქსოვილზე ზემოქმედებდნენ ადამიანის პროთეინით Wnt3a, რომელიც პასუხისმგებელია ინსულინის და ანტისხეულის გამომუშავებაზე, რომელიც ინსულინის გამომუშავების ბუნებრივ ინჰიბიტორს ბლოკავს.


შემდეგ ორი კვირის განმავლობაში ღეროვან უჯრედებს ამრავლებდნენ. შედეგად უჯრედები კოლაგენის წვრილ ფურცლებზე ათავსებდნენ, რომლებიც ცხოველთა კუჭქვეშა ჯირკვალზე განლაგდებოდა, ამასთან, ორგანოსთვის ზიანის მიყენების გარეშე. შემდგომმა ანალიზმა აჩვენა: კვირის განმავლობაში ვირთხებს, რომლებსაც მანამდე დიაბეტი ჰქონდათ, შაქრის დონე სისხლში ნორმას შეესაბამებოდა. ეფექტი 19 კვირის განმავლობაში ნარჩუნდებოდა. ამის მერე მეცნიერებმა ფურცლები მოაშორეს და ყველაფერი უწინდელ მაჩვენებლებს დაუბრუნდა.


უნდა ითქვას, რომ აქამდე რიგი სპეციალისტები უკვე ცდილობდნენ კუჭქვეშას უჯრედების მიღებას, ატარებდნენ რა გენეტიკურ ცვლილებებს. იაპონელ მკვლევართა მეთოდი ასეთ მანიპულაციებს არ ვარაუდობს, რაც უსაფრთხოებისა და შემდგომი გენეტიკური მუტაციების საკითხს ხსნის.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3607.html
Posted by Drakula | 08 Oct 2011, 19:29 | News »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: მეცნიერებმა პირველად შეძლეს განუკურნავი დაავადების დაძლევა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 24 November 2024
  • English Georgian