პოლიტიკა: გიგა ბოკერია: კარგია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოში ისე გრძნობს თავს როგორც ევროპაში | Georgian News | ||
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია მოხარულია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საქართველოში ისე გრძნობს თავს როგორც ევროპაში. როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს თავისუფლების მოედანზე საფრანგეთის პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას განაცხადა, სარკოზიმ ნამდვილად მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერა. „იმ გზაზე, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია და რომელსაც ევროპაში დაბრუნება ეწოდება, ჩვენ ბარიერები გვაქვს და ძლიერი მოკავშირეები გვჭირდება. დღეს თავისუფლების მოედანზე ერთ-ერთი დიდი სახელმწიფოს ლიდერი გამოვიდა და მკაფიოდ თქვა, რომ საქართველოში ისე გრძნობს თავს როგორც ევროპაში. ეს ნიშნავს, რომ აქამდე გზა უკვე განვლილია. მნიშვნელოვანია, რომ ლიდერი, რომლის სიტყვასაც წონა აქვს და რომელმაც 2008 წლის აგვისტოში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, ასე გრძნობს თავს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. მან საფრანგეთის პრეზიდენტის გამოსვლაში კიდევ ერთი მომენტი გამოყო, კერძოდ, ნიკოლა სარკოზის სიტყვები იმაზე, რომ საბჭოთა კავშირი უკვე აღარასდროს აღორძინდება და არავინ დადგება ხალხის გზაზე, რომელიც თავისუფლებას ირჩევს. „გასაგებია, ვის საპასუხოდ თქვა მან ეს“, - განაცხადა ბოკერიამ. როგორც უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა განაცხადა, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს სჭირდება ერთიანობა ფუნდამენტურ საკითხში და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა, რომლის გამოხატულებასაც ნიკოლა სარკოზის საქართველოში ვიზიტი წარმოადგენს. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3606.html
| |||
Posted by Drakula | 08 Oct 2011, 19:27 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.