პოლიტიკა: სარკოზი: რუსეთი საქართველოს პარტნიორი და მეგობარი უნდა იყოს | Georgian News | ||
რუსეთი საქართველოს პარტნიორი და მეგობარი უნდა იყოს და ნდობის აღსადგენად დაპირისპირების რიტორიკა უნდა შეწყდეს, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ პარასკევს, 7 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე გამოსვლისას. საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოში ერთდღიანი ვიზიტით კავკასიის ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა „პარტნიორი და მეგობარი - აი, რა უნდა იყოს რუსეთი საქართველოსთვის. ქართველმა და რუსმა ხალხებმა 70-წლიანი საბჭოთა მმართველობის ტრავმა გადაიტანეს. ისინი იბრძოდნენ იმისათვის, რომ საკუთარი ბედის პატრონები გამხდარიყვნენ“, - განაცხადა სარკოზიმ და აღნიშნა, რომ „საფრანგეთი რუსეთს თავის მეგობრად მიიჩნევს და განიხილავს მას როგორც თავის სტრატეგიულ პარტნიორს“. მისი თქმით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ საბჭოთა კავშირი წარსულს ჩაბარდა და მას გავლენის სფეროთა პოლიტიკა ვერ შეცვლის. „ნდობის აღსადგენად უნდა შეწყდეს დაპირისპირების რიტორიკა და უპირატესობა უნდა მიენიჭოს დიალოგს. ნდობის აღსადგენად უნდა შეწყდეს დაშინება, მუქარები და დესტაბილიზაცია. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ნდობის აღსადგენად ყველას უნდა ესმოდეს, რომ საბჭოთა კავშირი წარსულს ჩაბარდა და მას გავლენის სფეროთა პოლიტიკა ვერ შეცვლის. რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ საქართველოს, ისევე როგორც სხვა ქვეყანას, უფლება აქვს, განსაზღვროს თავისი გზა და თავად აირჩიოს მეგობრები და მოკავშირეები“, - აღნიშნა ნიკოლა სარკოზიმ. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ „საქართველომ თავისუფლად უნდა გამოხატოს თავისი ნება - ნატოში შესვლა, თუ ხალხს ეს სურს“. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3604.html
| |||
Posted by Drakula | 08 Oct 2011, 19:26 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.