პოლიტიკა: ვეფხვაძე: ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში კლიმატს შეცვლის | ![]() | Georgian News | |
![]() „ნებისმიერი ახალი პოლიტიკური ძალა, მითუმეტეს ის, რომლის უკანაც ივანიშვილის ფიგურა დგას, ქართულ პოლიტიკაში კლიმატს შეცვლის“, - განაცხადა ვეფხვაძემ. თუმცა, მისი აზრით, პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ დამოკიდებულება შესაძლოა შეიცვალოს თავად ივანიშვილის მიმართაც. „ივანიშვილის მიმართ დამოკიდებულება შესაძლოა შეიცვალოს, რადგან პოლიტიკაში ერთი ფიგურა გადამწყვეტი არ არის და ბევრი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორი პოლიტიკური შეხედულებები და როგორი გუნდი ეყოლება მას. გამომდინარე აქედან, პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლის შემდეგ მის მიმართ ამჟამინდელი დამოკიდებულება შეიძლება შეიცვალოს“, - აღნიშნა ვეფხვაძემ. ცნობილი ქართველი მეწარმე ბიძინა ივანიშვილი ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებს. იგი მას იმისათვის ქმნის, რომ 2012 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3593.html
| |||
Posted by Drakula | 07 Oct 2011, 19:20 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.