aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: გარდაიცვალა Apple-ის დამფუძნებელი სტივ ჯობსი World News  World News 
კომპანია Apple-ის ყოფილი გენერალური დირექტორი სტივ ჯობსი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ნათქვამია Apple-ის შეტყობინებაში. სტივ ჯობსმა კომპანია Apple 1976 წელს სტივ ვოზნიაკთან და რონალდ უეინთან ერთად დააფუძნა. 1985 წელს იგი წავიდა იქიდან კორპორაციის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან უთანხმოებების გამო, 1997 წელს კი დაბრუნდა და 2000 წლიდან თავად გახდა მისი გენერალური დირექტორი.



2011 წლის აგვისტოში სტივ ჯობსმა, ხანგრძლივი შვებულების შემდეგ, Apple-ის უფროსის თანამდებობა დატოვა. კომპანიის გენდირექტორი ტიმ კუკი გახდა, რომელიც ჯობსს 2011 წლის 17 იავნრიდან ცვლიდა, როდესაც იგი ავადმყოფობის გამო შვებულებაში გავიდა. ამასთან, სტივ ჯობსი Apple-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.


კომპანიის თანამშრომლებისთვის დატოვებულ წერილში ჯობსმა მაშინ განაცხადა: „ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ დადგება ის დღეს, როდესაც ჩემს მოვალეობებს და მოლოდინებს გენერალური დირექტორის სახით ვეღარ შევესაბამები, პირველი შეგატყობინებთ ამის შესახებ. სამწუხაროდ, ეს დღე დადგა“.


Apple და თავად ჯობსი არ იტყობინებოდნენ მიზეზებზე, რომლებმაც შეუძლებელი გახადა მენეჯერის დაბრუნება კომპანიის ხელმძღვანელობაში. თუმცა ჟურნალისტები და ბლოგერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი ჯობსის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.


სტივ ჯობსს არაერთხელ ჰქონდა პრობლემები ჯანმრთელობასთან. 2003 წელს სტივ ჯობსს კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო აღმოაჩნდა და 2004 წელს მას წარმატებული ოპერაცია ჩაუტარეს. 2008 წელს ჯობსმა ძალიან დაიკლო წონაში, რამაც გაავრცელა ხმები კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს შესაძლო რეციდივის შესახებ. 2009 წლის ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ ჯობსმა ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გადაიტანა.


როგორც Kp.ru წერს. კომპანია Apple-ის თანადამფუძნებლის სიკვდილი „ჩუმი“ იყო. ამის შესახებ მოყვეს კომპიუტერული გენიოსის ოჯახის წევრებმა და მადლობა გადაუხადეს ყველას, ვინც სტივს კიბოსთან ბრძოლაში მხარს უჭერდა.
„სტივი ჩუმად გარდაიცვალა ყველაზე ახლობლების გარემოცვაში. საჯარო ცხოვრებაში იგი ფანტაზიორი და მეოცნებე იყო. რაც შეეხება სტივის პირად ცხოვრებას, იგი ყოველთვის ზრუნავდა ოჯახზე“, - ამბობენ გამომგონებლის ნათესავები.


„ჩვენ მადლობელები ვართ იმათი, ვინც მთელი წლის განმავლობაში ლოცულობდა ჩვენი სტივის ჯანმრთელობისთვის. ნებისმიერ მსურველს შეუძლია სამძიმრის დატოვება Apple-ის საიტზე“, - აციტირებს ნათესავთა განცხადებას გაზეთი The Sydney Morning Herald.


Apple მსოფლიოს უმსხვილესი IT-კომპანიია 300-ზე მეტი მლრდ დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციით. 2010 წელს მან ეს წოდება Microsoft-ის ჩამოართვა. Appleუშვებს კომპიუტერებს Macდა ნოუთბუქებს MacBook, ასევე პორტატიული მოწყობილობების ხაზს, რომელშიც შედის სმარტფონები iPhone, პლეერები iPod და პლანშეტი iPad.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3589.html
Posted by Drakula | 06 Oct 2011, 20:30 | News »
 

"საზოგადოება: გარდაიცვალა Apple-ის დამფუძნებელი სტივ ჯობსი" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 28 September 2024
  • English Georgian